საზოგადოება

მეტროსადგურ "უნივერსიტეტის“ მშენებლობა გრძელდება

24.11.16 21:00


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითრების ფონდს ოფიციალური ვიზიტით აზიის განვითარების ბანკის მისია ეწვია. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა მეტროსადგურ ,,უნივერსიტეტის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს.

თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა 22 წლის განმავლობაში დაკონსერვებული პროექტი იყო. თბილისის მეტროს მეორე ხაზის მშენებლობის დასრულება მოქალაქეებს სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას მისცემს. ახალი მეტროსადგური განტვირთავს მიწისზედა სატრანსპორტო ნაკადებს და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ურბანული ტრანსპორტის განვითარებას.

პროექტის ფარგლებში აღდგება არსებული გვირაბები, საერთო სიგრძით 2,6 კმ., მოეწყობა სადგურის მიწისქვეშა და მიწისზედა ნაგებობები, გაკეთდება მეტროდან ამოსასვლელები და სალიანდაგო ხაზები, მოეწყობა ელექტრო ქვესადგური, ესკალატორები, სავენტილაციო და სადრენაჟე სისტემები, ასევე, სიგნალიზაციის მართვისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები.

გაკეთდება სათადარიგო ამოსასვლელები.

ობიექტზე სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ესპანური ერთობლივი საწარმო „KOBRA ASSIGNIA “ ახორციელებს.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 2035


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები