პოლიტიკა
21.09.23 14:00
ეროვნული ბანკი ყოველთვის ვალდებულია, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და არამცთუ კანონმდებლობა, არამედ ამ კანონმდებლობაში ყველაზე მთავარი, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განუცხადა.
მისი თქმით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა მაღალი დონის პროფესიონალია.
„ვინაიდან გუშინ „მინისტრის საათით“ ვიმყოფებოდი პარლამენტში, არ მომეცა საშუალება, ნათია თურნავასთვის დამეჭირა მხარი. ის არაერთი წლის განმავლობაში იყო ჩვენი კოლეგა მთავრობის შემადგენლობაში. მე მასთან მიმუშავია და ძალიან მაღალ დონეზე ვაფასებ მის პროფესიონალიზმს, საქმისადმი სერიოზულ მიდგომას. რა თქმა უნდა, არ ვარ ჩახედული ეროვნული ბანკის საქმიანობის თავისებურებებში, თუმცა საკანონმდებლო რეგულაციების კითხვა შემიძლია და შემიძლია, ისიც გითხრათ, რომ ეროვნული ბანკი ყოველთვის ვალდებულია, დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა და არამცთუ კანონმდებლობა, არამედ ამ კანონმდებლობაში ყველაზე მთავარი, ძირითად კანონს რასაც ვუწოდებთ, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, როდესაც ხელმძღვანელი პირი ამბობს, რომ საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში არ აღმოჩნდა ესა თუ ის გადადგმული ნაბიჯი, ხდება ამის გამოსწორება, ეს სწორია და ასეც უნდა იყოს.
„ჩემი მხრივ დავძენდი, რომ ტერორიზმის გამოც კი სანქციადადებულ პირებს და, მათ შორის, ისეთ მძიმე დროს, როდესაც მთელი მსოფლიოს არაერთ რეგიონში მძვინვარებდა „ისლამური სახელმწიფო“, ჩვენს სახელმწიფოს უწევდა ტერორისტების საერთაშორისო სიაში, სანქციების სიაში შეყვანილი პირების ეროვნულ სიაში ჩასმა და დასანქცირება. ამას ჩვენ ვაკეთებდით, მაგრამ ამას ვაკეთებდით მხოლოდ და მხოლოდ სასამართლოს წესით. არცერთ მინისტრს, ადმინისტრაციულ პერსონალს, საჯარო მოხელეს იუსტიციის სამინისტროში და პროკურატურაში არ ჰქონდა უფლება, რომ თავისი შეხედულებისამებრ, იმიტომ, რომ ეს თქვა გაერო-მ, ბრმად ესა თუ ისე პირი, ამა თუ იმ პირის საბანკო ანგარიში ან ქონება დაეყადაღებინა. ამიტომ გადაწყვეტილების მიღების პროცედურული წესი არის ასევე ადამიანების უფლებების სამართლის ნაწილი და სასამართლოს უნდა ჰქონდეს ხოლმე გარემოებების განხილვის საშუალება და იმის გადაწყვეტა, უნდა დაედოს ყადაღა თუ არა ამა თუ იმ პირის ქონებას, იქნება ეს ამ საერთაშორისო კონტექტში დასანქცირებული პირი თუ წარსულში რომ იყვნენ ტერორიზმის სიაში ჩასმული პირები, იმ დროსაც კი სასამართლოს ვეკითხებოდით. ეს არის ძირითადი პრინციპები, რითიც იმართება სანქციების საკითხი საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე. ამიტომ მე მაქვს ნდობა ნათია თურნავასი, ის ყოველთვის არის ხოლმე გულახდილი და სერიოზულობით უდგება საკუთარ საქმეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 163
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ცესკოს დელეგაცია აშშ-ში საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს აგრძელებს
18:0530.11.23
-
თამარ ჩარკვიანი მამუკა ხაზარაძეზე: ფეიკ ოპოზიცია რომ შეგვრჩეს ხელში, დავიღუპებით
17:4030.11.23
-
17:2030.11.23
-
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს, მატუშ ბუშოვსკის შეხვდა
17:0030.11.23
-
ილია დარჩიაშვილი შვედ კოლეგას შეხვდა
16:4030.11.23
-
16:2030.11.23
-
16:0030.11.23
-
15:4030.11.23
-
15:2530.11.23
-
15:0030.11.23
-
14:2030.11.23
-
14:0030.11.23
-
წინასწარი შეფასებით, ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.2 პროცენტით გაიზარდა
13:4030.11.23
-
13:2030.11.23
-
13:0030.11.23
-
12:4030.11.23
-
12:2030.11.23
-
12:0030.11.23
-
სალომე ზურაბიშვილი - ვწუხვარ, რომ უზარმაზარი ეროვნული თანხმობის მიმართ არის გულგრილობა
11:5030.11.23
-
11:2030.11.23
-
საქართველო ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის 22-ე მინისტერიალს მასპინძლობს
11:0030.11.23
-
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა
10:4030.11.23
-
ინდუსებმა „გააჯერეს“ მონოეთნიკური სომხეთი
10:2030.11.23
-
ყოფილი ცოლის დაჭრისა და მისი მეუღლის მკვლელობის ბრალდებით მიმალვაში მყოფი პირი დაკავებულია
10:0030.11.23
-
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ საბჭოს 20 წევრი დაემატა
18:0029.11.23
-
17:4029.11.23
-
17:2029.11.23
-
17:0029.11.23
-
16:4029.11.23
-
სემეკმა მოქალაქეებს უსაფუძვლოდ დარიცხული 600 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა
16:0029.11.23
-
ირაკლი ზარქუა: უკრაინა ძალიან ცუდ სიტუაციაში ჩააყენეს – მეტი პრაგმატული პოლიტიკა იყო საჭირო
15:4029.11.23
-
15:2529.11.23
-
ირაკლი კობახიძე - გამარჯვებულ პარტიას არაფერში სჭირდება პოლარიზაცია
15:0029.11.23
-
14:4029.11.23
-
ზურაბ ჯაფარიძე - როცა იცი, რომ ეუთოს მინისტერიალს ლავროვი ესწრება, არ უნდა წახვიდე
14:2029.11.23
-
14:0029.11.23