პოლიტიკა
25.09.23 14:30
სებ-ი ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის ეკონომიკური განყოფილება გახდა - ზურაბიშვილს კანდიდატურები რომ არ წარედგინა, სებ-ის ფუნქციონირება ფაქტობრივად ჩერდებოდა, დაიწყებოდა კონსულტაციები და კონსენსუსის საფუძველზე შესაძლებელი იქნებოდა მეტ-ნაკლებად ჯანსაღი საბჭოს მიღება,- ამის შესახებ პარლამენტში, პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტის არგუმენტი, რომ თურმე ყეინიშვილის და ხომერიკის კანდიდატურა საცდელად შემოაგდო, რომ ხელისუფლების მავნებლობა ეჩვენებინა, ძალიან არასერიოზულია, რადგან მან საფუძველი ჩაუყარა საბანკო სისტემაში „ქართული ოცნების“ გავლენების იურიდიულად დაკანონებას.
„ეროვნული ბანკის საბჭოში დღეს არის 6 წევრი, ერთს 2 თვეში ვადა გასდის, ამერიკის მოქალაქეა და რჩება 5 წევრი. ხუთივე სალომე ზურაბიშვილის წარდგენილია, ხუთივე - „ქართული ოცნების“ ყურმოჭრილი და მორჩილი ადამიანია. ეროვნული ბანკი ფაქტობრივად, გაუქმებულია, ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის ეკონომიკური განყოფილება გახდა ეროვნული ბანკი. თურნავამ 30 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის ნაშენები ნდობა და რეპუტაცია 30 წამში ჩამოშალა. თუმცა, ეს თურნავას ხელით „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთდა. დღეს ქვეყანაში მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ ეროვნული ბანკის დარჩენილი 4 წევრიდან მაინც შეირჩეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ამ ხელისუფლების ამოცანაა, რომ სანამ სალომე ზურაბიშვილია პრეზიდენტი, დარჩეს მოვალეობის შემსრულებლად თურნავა. გარემოებათა გამო, როცა სამმა ვიცე- პრეზიდენტმა დატოვა თანამდებობა, ზურაბიშვილს ეს 2 კანდიდატურა რომ არ წარედგინა, ეროვნული ბანკის ფუნქციონირება ფაქტობრივად ჩერდებოდა და დაიწყებოდა მართლაც სერიოზული კონსულტაციები და კონსენსუსი საფუძველზე შესაძლებელი იქნებოდა მეტ-ნაკლებად ჯანსაღი ეროვნული ბანკის საბჭოს მიღება. ყველაფერი გააფუჭა სალომე ზურაბიშვილმა. ეგონა საკუთარი კანდიდატურები წარადგინა - ერთი ოდიოზური ქალბატონი მევენახეობა-მებოსტნეობის სპეციალისტი აღმოჩნდა, მეორე კი კობახიძის ახლო მეგობარი. ამიტომ ზურაბიშვილმა შეცდომები დაუშვა, დაემორჩილა ივანიშვილის და “ქართული ოცნების" ზემოქმედებას, ყველა სამთავრობო კანდიდატურა მის მიერ არის წარდგენილი. მან კარგად უნდა გააცნობიეროს ეს და თავის მართლება და უცნაური არგუმენტები, რომ თურმე საცდელად შემოაგდო (ყეინიშვილის და ხომერიკის კანდიდატურა), რომ ხელისუფლების მავნებლობა ეჩვენებინა, ძალიან არასერიოზულია, ამ 2 კანდიდატის დამტკიცებით მან საფუძველი ჩაუყარა საბანკო სისტემაში "ქართული ოცნების" გავლენების იურიდიულად დაკანონებას”,- განაცხადა გოცირიძემ.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 163
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ისტორიულ სიმართლესთან საბრძოლველად სომხეთში გეღარდის სამეცნიერო და ანალიტიკური ფონდი შეიქმნა
20:2001.12.23
-
17:4501.12.23
-
როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში საქართველოში
17:0001.12.23
-
საქართველოსა და ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა
16:4001.12.23
-
16:2001.12.23
-
ნათია თურნავა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს, მასაცუგუ ასაკავას შეხვდა
15:5501.12.23
-
წალკაში ნაჯახით შუახნის ქალი მოკლეს - პოლიციამ ერთი პირი დააკავა
15:2501.12.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდა
15:2001.12.23
-
15:0001.12.23
-
იაგო ხვიჩია - სამუშაო ჯგუფებში იმის გამო შევალთ, რომ „ქოცებმა“ არ მოგატყუონ
14:4001.12.23
-
14:2001.12.23
-
13:4001.12.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი დუბაიში მიმდინარე მსოფლიო ლიდერთა სამიტში მონაწილეობს
13:2001.12.23
-
13:0001.12.23
-
12:4001.12.23
-
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაზიანის პოლიგონზე სამხედრო ავიაციის საჩვენებელი სწავლება ჩატარდა
12:2001.12.23
-
საქართველომ და თურქეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს
12:0001.12.23
-
ლევან იოსელიანი - პრეზიდენტს ყველგან შესვლისა და ყველასთან საუბრის უფლება აქვს
11:4001.12.23
-
11:2501.12.23
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, შვეიცარიაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
11:0001.12.23
-
კომუნიკაციების კომისიამ ციფრული რუკის შესახებ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
10:4001.12.23
-
10:2001.12.23
-
10:0501.12.23
-
ცესკოს დელეგაცია აშშ-ში საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს აგრძელებს
18:0530.11.23
-
თამარ ჩარკვიანი მამუკა ხაზარაძეზე: ფეიკ ოპოზიცია რომ შეგვრჩეს ხელში, დავიღუპებით
17:4030.11.23
-
17:2030.11.23
-
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს, მატუშ ბუშოვსკის შეხვდა
17:0030.11.23
-
ილია დარჩიაშვილი შვედ კოლეგას შეხვდა
16:4030.11.23
-
16:2030.11.23
-
16:0030.11.23
-
15:4030.11.23
-
15:2530.11.23
-
15:0030.11.23
-
14:2030.11.23
-
14:0030.11.23
-
წინასწარი შეფასებით, ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.2 პროცენტით გაიზარდა
13:4030.11.23