პოლიტიკა
25.09.23 18:00
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, საგარეო ვიზიტების კუთხით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ახალი აქტივობები მეტყველებს, რომ იმპიჩმენტის დაწყება და სამართლებრივი პასუხი სწორი იყო.
თალაკვაძე კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ კონსტიტუციის მიხედვით, საგარეო პოლიტიკას წარმართავს მთავრობა და საგარეო მიმართულებით სამუშაოდ პრეზიდენტს მთავრობისგან თანხმობა სჭირდება.
„მინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვუთხრა, რა წერია კონსტიტუციასა და კანონში. წერია, რომ საგარეო პოლიტიკას წარმართავს მთავრობა და კერძოდ საგარეო საქმეთა სამინისტრო. ყველა დანარჩენი სახელმწიფო ინსტიტუტი საგარეო ურთიერთობებსა და პოლიტიკაში არის ჩართული იმ მანდატისა და კომპეტენციის ფარგლებში, რომელიც მას აქვს. თუ პრეზიდენტს დამატებით სურს, საგარეო მიმართულებით იმუშაოს და იაქტიუროს, ამისთვის საჭიროა შეთანხმება მთავრობასთან და ამას ამბობს კონსტიტუცია.
მთავრობამ არ მისცა მას ასეთი თანხმობა. შესაბამისად, როდესაც უკვე განხორციელდა ვიზიტები, თუ საერთაშორისო აქტივობა, ეს არღვევს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შესაბამის პრინციპს და ამას ეფუძნება იმპიჩმენტის ინიცირიება. რაც შეეხება ახალ აქტივობებს, ეს ყველაფერი მეტყველებს ერთადერთზე, რომ საპარლამენტო კუთხით რეაგირება იყო სწორი და იმპიჩმენტის დაწყება იყო სწორი, რადგან, როგორც ჩანს, ეს არ იყო ერთი შემთხვევა. ეს რომ პრაქტიკად არ იქცეს, ამას სჭირდება სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრას განაგრძობს.
მათივე ცნობით, დღეს საქართველოს პრეზიდენტი ესტონეთში, ტალინში პრეზიდენტ ალარ კარისს შეხვდება, 26 ოქტომბერს რიგაში – ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს და 27 სექტემბერს კი ვილნიუსში – ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 127
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ისტორიულ სიმართლესთან საბრძოლველად სომხეთში გეღარდის სამეცნიერო და ანალიტიკური ფონდი შეიქმნა
20:2001.12.23
-
17:4501.12.23
-
როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში საქართველოში
17:0001.12.23
-
საქართველოსა და ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა
16:4001.12.23
-
16:2001.12.23
-
ნათია თურნავა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს, მასაცუგუ ასაკავას შეხვდა
15:5501.12.23
-
წალკაში ნაჯახით შუახნის ქალი მოკლეს - პოლიციამ ერთი პირი დააკავა
15:2501.12.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდა
15:2001.12.23
-
15:0001.12.23
-
იაგო ხვიჩია - სამუშაო ჯგუფებში იმის გამო შევალთ, რომ „ქოცებმა“ არ მოგატყუონ
14:4001.12.23
-
14:2001.12.23
-
13:4001.12.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი დუბაიში მიმდინარე მსოფლიო ლიდერთა სამიტში მონაწილეობს
13:2001.12.23
-
13:0001.12.23
-
12:4001.12.23
-
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვაზიანის პოლიგონზე სამხედრო ავიაციის საჩვენებელი სწავლება ჩატარდა
12:2001.12.23
-
საქართველომ და თურქეთმა სანაპირო ნაოსნობაში ჩართული მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარეს
12:0001.12.23
-
ლევან იოსელიანი - პრეზიდენტს ყველგან შესვლისა და ყველასთან საუბრის უფლება აქვს
11:4001.12.23
-
11:2501.12.23
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, შვეიცარიაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
11:0001.12.23
-
კომუნიკაციების კომისიამ ციფრული რუკის შესახებ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
10:4001.12.23
-
10:2001.12.23
-
10:0501.12.23
-
ცესკოს დელეგაცია აშშ-ში საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს აგრძელებს
18:0530.11.23
-
თამარ ჩარკვიანი მამუკა ხაზარაძეზე: ფეიკ ოპოზიცია რომ შეგვრჩეს ხელში, დავიღუპებით
17:4030.11.23
-
17:2030.11.23
-
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს, მატუშ ბუშოვსკის შეხვდა
17:0030.11.23
-
ილია დარჩიაშვილი შვედ კოლეგას შეხვდა
16:4030.11.23
-
16:2030.11.23
-
16:0030.11.23
-
15:4030.11.23
-
15:2530.11.23
-
15:0030.11.23
-
14:2030.11.23
-
14:0030.11.23
-
წინასწარი შეფასებით, ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.2 პროცენტით გაიზარდა
13:4030.11.23