პოლიტიკა

კახა კალაძე ოპოზიციაზე: რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის  

29.09.23 13:00


„რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნის შესახებ ისაუბრა.

 

როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე, რეგიონში არსებულ გამოწვევებთან გამკლავება და მშვიდობის შენარჩუნება მხოლოდ პარტია „ქართულ ოცნებას“ შეუძლია.

 

„იცით ამ საკითხზე ჩემი დამოკიდებულება. მსგავსი პლატფორმები ძალიან ბევრი ყოფილა. ბევრჯერ გვინახავს გაერთიანებული, დაშლილი „ნაციონალური მოძრაობა“. ეს ადამიანები, რომლებიც დღეს რადიკალურ ოპოზიციას წარმოადგენენ, ერთნი არიან და ერთი პატრონი ჰყავთ, უბრალოდ სხვადასხვა სახელს ირქმევენ. რა თქმა უნდა, ეს შედეგის მომტანი ვერ იქნება. ზოგადად, რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის.

 

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავს არსებულ რეალობას, სირთულეებს და იმ გამოწვევებს, რაც ჯერ კიდევ არსებობს რეგიონში. ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, ვისაც რეალურად შეუძლია, რომ ქვეყანა გაიყვანოს ბოლომდე სამშვიდობოზე, შეინარჩუნეს მშვიდობა, არ გაატაროს სხვა ქვეყნის ინტერესები ისე, რომ ეროვნული ინტერესები დაზიანდეს, ეს არის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები