პოლიტიკა

გერმანიის და საფრანგეთის ელჩების განცხადება საქართველოს კანდიდატის სტატუსზე

29.09.23 15:00


საფრანგეთისა და გერმანიის ელჩები საქართველოში, შერაზ გასრი და პეტერ ფიშერი ერთობლივი განცხადება ავრცელებენ და ამბობენ, რომ 2023 წლის დეკემბერში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ისტორიული შესაძლებლობაა.

 

„2023 წლის დეკემბერში ევროკავშირსა და საქართველოს ისტორიული შესაძლებლობა ექნებათ: საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ეს იქნებოდა შემდეგი ეტაპი საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ხანგრძლივ პარტნიორობასა და მეგობრობაში, რომლის მიზანიც არის საქართველოს ევროკავშირის წევრობა“, — ნათქვამია განცხადებაში.

 

დიპლომატები მოვუწოდებენ ყველა პოლიტიკურ ძალას საქართველოში, გაერთიანდნენ ამ მიზნის გარშემო და ერთად იმუშაონ მის მისაღწევად.

 

„ამ თვალსაზრისით, მივესალმებით საქართველოდან ახლახან შემდგარ და მომავალ ვიზიტებს ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებსა და ევროსტრუქტურებში, ბრიუსელში, სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურების, მთავრობის სხვადასხვა წევრების შეხვედრებით, ისევე როგორც ფართო წარმომადგენლობებს შორის პარლამენტებიდან. კონსტრუქციული დიალოგი არის ფასდაუდებელი. ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს გვერდით ყოფნას კანდიდატის სტატუსისა და ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალ გზაგზე“, — ნათქვამია განცხადებაში.

 

მიმდინარე კვირაში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბალტიის ქვეყნებს ეწვია, საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა კი შეხვედრები გამართა ბრიუსელში.

 

ევროკავშირი მიმდინარე წლის შემოდგომაზე შეაფასებს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პროგრესს გაფართოების პაკეტის ფარგლებში. ევროკომისიის რეკომენდაციას აძლევს საბჭოს, რომელიც სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას დეკემბრის სამიტზე მიიღებს.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები