პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ საგარეო მდივნები, ზურაბ ჭიაბერაშვილი და სერგო ჩიხლაძე სტოკჰოლმში შეხვედრებს გამართავენ

02.10.23 12:20


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციის ფარგლებში, საგარეო მდივნები, ზურაბ ჭიაბერაშვილი და სერგო ჩიხლაძე შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან. ინფორმაციას პარტია „სტრატეგია-აღმაშენებელი“ ავრცელებს.

 

მათივე ცნობით, შეხვედრები დაგეგმილია შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში დეპარტამენტის უფროსთან და კავკასიისა და საქართველოს საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელობასთან.

 

ოპოზიციური პარტიების საგარეო მდივნები, ვიზიტის ფარგლებში, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები