პოლიტიკა

ქეთევან კვინიკაძე სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა

03.10.23 11:40


საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი ქეთევან კვინიკაძე სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის გენერალურ მდივანს ურშულა ზორე ტავაჩარის შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ერთმანეთს სხვადასხვა მიმართულებით მიღწეული შედეგების შესახებ გამოცდილება გაუზიარეს, ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

 

ქეთევან კვინიკაძემ და ურშულა ზორე ტავაჩარიმ აღნიშნეს, რომ ორი ქვეყნის პარლამენტების აპარატის თანამშრომლების გაცვლითი ვიზიტები ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას.

 

ურშულა ზორე ტავაჩარი საქართველოში ვიზიტით იმყოფება სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტი) დელეგაციასთან ერთად, რომელსაც ასამბლეის პრეზიდენტი ურშკა კლაკოჩარ ზუპანჩიჩი ხელმძღვანელობს.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები