საზოგადოება

შეკვეთილში ხიდის სავალი ნაწილი ძლიერი წვიმის გამო ჩაინგრა

03.10.23 16:20


შეკვეთილში, მდინარე ნატანებზე, ძლიერი წვიმის გამო ჩაინგრა ხიდის სავალი ნაწილი.

 

გზის დაზიანებულ მონაკვეთზე აიკრძალა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, იტყობინება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

 

„ძლიერი წვიმის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შეკვეთილი- ქობულეთი-ჩაქვი-მახინჯაურის (გვირაბის შემოსავლელი) საავტომობილო გზის კმ0+400 მონაკვეთზე, შეკვეთილში, მდინარე ნატანებთან არსებული ხიდის სავალი ნაწილი დაზიანდა. აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – ნათქვამია განცხადებაში.


უწყების განცხადების თანახმად, შემთხვევის ადგილზე მივიდნენ სპეციალისტები, რის შემდეგაც დაიწყება ხიდის აღდგენა. აღდგენამდე ტრანსპორტი გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი ავტობანის გავლით შეძლებს გადაადგილებას და არა — ციცინათელას პარკის გავლით.

 

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები