პოლიტიკა
03.10.23 17:30
პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ ევროპარლამენტში გამართული ღონისძიების – „ქართული ხმა ევროპარლამენტში“ მონაწილეებს მიმართა.
როგორც ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, საქართველო არის ევროკავშირის ასოცირებული წევრი ქვეყანა, რაც მოიცავს საკანონმდებლო და სამართლებრივ ჰარმონიზაციას ევროკავშირთან, ასევე ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის ძირითად ასპექტებს.
მისივე თქმით, გასულ წელს საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა, რაც იყო ისტორიული გადაწყვეტილება, მაგრამ ხალხს კარგად ესმის, რომ ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანების პროცესი დროს მოითხოვს.
„სწორედ ამ მიზნით საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო მუშაობა 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებაზე, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს პარლამენტმა, მთავრობასთან ერთად, უზარმაზარი სამუშაო ჩაატარა. პირადად მე, ჩემს პოლიტიკურ ჯგუფთან, „ევროპელ სოციალისტებთან“ ერთად, აქტიურად ვიყავი ჩართული სხვადასხვა მიმართულებით შექმნილ საპარლამენტო სამუშაო ჯგუფების მუშაობაში.
უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფომ, პირველ რიგში, აჩვენა ძლიერი ნება ნაკისრ ვალდებულებებთან დაკავაშირებით ევროკომისიის რეკომენდაციების განხორციელების მიზნით. ეს იყო აბსოლუტურად გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესი.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ, სამწუხაროდ, ამ პროცესში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია რადიკალურ ოპოზიციას, მიუხედავად იმისა, რომ ყველა დაინტერესებული მხარე იყო მოწვეული. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, კერძოდ, სააკაშვილის პოლიტიკური გუნდი და მათი პოლიტიკური მხარდამჭერები როგორც საქართვლოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის ევროპარლამენტშიც, ყველანაირად ხელს უშლიდნენ ამ მნიშვნელოვანი საქმის განხორციელებას“, – აღნიშნა ინჯიამ.
მისივე განცხადებით, მიუხედავად რადიკალური ოპოზიციის მხრიდან სისტემატური საბოტაჟისა და დესტრუქციის ფაქტებისა, პარლამენტმა გასწია უზარმაზარი სამუშაო, მიღებულ იქნა 100-ზე მეტი საკანონმდებლო ინიციატივა, შემუშავდა ახალი სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები. ინჯიას თქმით, ეს ყველაფერი ემსახურება ქვეყანაში დემოკრატიის შემდგომ კონსოლიდაციას, განვითარებას, კანონის უზენაესობის შემდგომ განმტკიცებას და საპარლამენტო ზედამხედველობის კიდევ უფრო გაძლიერებას.
„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციიდან ძირითადად ყველა შესრულებულია და დარჩენილია მხოლოდ რამდენიმე პუნქტთან დაკავშირებით ტექნიკური ნაწილი, რაც საბოლოოდ უახლოეს პერიოდში წარმატებით შესრულდება.
ხოლო რაც შეეხება დეპოლარიზაციის შესახებ რეკომენდაციის შესრულებას, პირადად ჩემთვის ეს მოთხოვნა საერთოდ გაუგებარია, რადგანაც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ძალებს შორის მუდმივად ხდება პოლიტიკური უთანხმოება, დაწყებული ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დასრულებული ევროკავშირით. ზოგადად, ყველას კარგად გვესმის, რომ ნებისმიერი დემოკრატიისთვის დამახასიათებელია განსხვავებული აზრი.
საქართველოს პარლამენტი წარმოდგენილია მრავალპარტიული სისტემით. 2020 წელს პარლამენტში შევიდა ცხრა პარტია და პოლიტიკური ძალა. ქვეყანაში საკმაოდ მაღალია თავისუფალი სიტყვის გამოხატვის საშუალება და მედიაპლურალიზმი.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ეს რეკომენდაციები განისაზღვრა, ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაცია და საზოგადოებაში დაპირისპირება არათუ შემცირდა, არამედ, პირიქით, მოიმატა, რადგან საქართველოში მოქმედი რადიკალური ძალები, კერძოდ, სააკაშვილის პარტია და მისი სატელიტი პოლიტიკური ჯგუფები, ასევე ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები ამ საკითხს იყენებენ სასპეკულაციოდ, რომ ქვეყანაში მოახდინონ დესტაბილიზაცია, არეულობა, რათა საქართველომ არ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. აქვე, მინდა, ხაზი გავუსვა რადიკალური ოპოზიციის ძირითად მიზანს და ამოცანას, რომელიც კანდიდატის სტატუსის მინიჭების საპირწონედ მსჯავრდებული სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას ითხოვს, რომლის მრავალი დანაშაული დადასტურებულია როგორც საქართველოს სასამართლო სისტემის, ასევე სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს მიერ.
უნდა აღინიშნოს, რომ, პრაქტიკულად, ყოველდღიურად ახალ-ახალი ფაქტებით დასტურდება სააკაშვილისა და მისი გუნდის მხრიდან ხელისუფლებაში ყოფნის დროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ათეულობით მილიონიანი სახელმწიფო რესურსის გაფლანგვა და მისი პირადი მიზნებისთვის გამოყენება.
ბოლო დროს გამოვლენილია ავიაფრენები გასართობად და პირადი მიზნებისთვის მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ კურორტებზე და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ასევე ფაქტებით დასტურდება პრეზიდენტობისას სააკაშვილის მიერ ყველასთვის ცნობილი კოლუმბიელი ნარკობარონისა და ნარკოტერორისტის, პაბლო ესკობარის საფლავის მონახულებაც კი. ისმის კითხვა, რამდენად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს სხვა სახელმწიფოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევა და მსგავსი სახის კრიმინალის, როგორიც სააკაშვილია, გათავისუფლების მოთხოვნა და ამ მოტივით ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის ხელის შეშლა?
საქართველომ, მსოფლიოში და რეგიონში შექმნილი ურთულესი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მიაღწია უმთავრეს მიზანს – ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას, რამაც გამოიწვია სახელმწიფოს ეკონომიკური წინსვლა, მაგრამ ვერ შეძლო ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის. ამასთანავე, ქვეყანამ შეძლო რეფორმების გატარება. რომ არა ეს რეფორმები და სწორი საგარეო პოლიტიკა, ქვეყანას არ ექნებოდა 7%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რასაც ვერ ვიტყვით მსოფლიოში ბევრ მოწინავე და განვითარებულ ქვეყანაზე.
ღრმად ვარ დარწმუნებული, თუ პრაგმატულად შევხედავთ ჩვენი ქვეყნის მიღწევებს და გეოპოლიტიკურ მდებარეობას, საქართველო ადრეც და დღესაც უპირობოდ იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას და უფრო მეტი, წევრობასაც კი. თუმცა ეს საკითხი, ყველამ ვიცით, პოლიტიკურია, რისი დასტურიც გახლავთ დსთ-ის წევრი ქვეყნის, მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ქვეყნისთვის, რომელზეც საქართველო ყველა პარამეტრით მაღლა დგას, მაშინაც და დღესაც.
აქედან გამომდინარე, მისაღებია პოლიტიკური გადაწყვეტილება, რათა ქვეყანა არ დარჩეს იმედგაცრუებული. გთხოვთ, დროულად მხარი დაუჭიროთ საქართველოს სახელმწიფოს და ქართველ ხალხს, მის სწრაფვას ევროპის დიდ ოჯახისკენ, კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, რაც დღეს მომგებიანი იქნება ევროკავშირისთვის როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. კერძოდ, ხაზი მინდა გავუსვა, რომ საქართველო დღეს წარმოადგენს მთავარ ღერძს სამხრეთ კავკასიის რეგიონში როგორც პოლიტიკური სტაბილურობის, ასევე ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ეკონომიკურ, სატრანსპორტო, სატრანზიტო, ენერგეტიკულ და სავაჭრო ჰაბს. უპირველესად, ეს გადაწყვეტილება იქნება უმნიშვნელოვანესი საქართველოსთვის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე, რომლის ტერიტორიების 20 პროცენტი დღემდე ოკუპირებულია.
დაე, აღსდგეს სამართლიანობა, დაგვიჭირეთ მხარი იმ ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყანას, როგორიც ჩვენ ვართ. დამერწმუნეთ, ჩვენი მიღება მრავალმხრივ გაამდიდრებს და გაამაგრებს ევროკავშირს. სხვა შემთხვევაში, ჩვენ იძულებული ვიქნებით, ვეძებოთ სხვა გზები ქვეყნის სახელმწიფოებრივი და სტრატეგიული მიზნების ღირსეულად მისაღწევად“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 154
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ცესკოს დელეგაცია აშშ-ში საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს აგრძელებს
18:0530.11.23
-
თამარ ჩარკვიანი მამუკა ხაზარაძეზე: ფეიკ ოპოზიცია რომ შეგვრჩეს ხელში, დავიღუპებით
17:4030.11.23
-
17:2030.11.23
-
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს, მატუშ ბუშოვსკის შეხვდა
17:0030.11.23
-
ილია დარჩიაშვილი შვედ კოლეგას შეხვდა
16:4030.11.23
-
16:2030.11.23
-
16:0030.11.23
-
15:4030.11.23
-
15:2530.11.23
-
15:0030.11.23
-
14:2030.11.23
-
14:0030.11.23
-
წინასწარი შეფასებით, ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.2 პროცენტით გაიზარდა
13:4030.11.23
-
13:2030.11.23
-
13:0030.11.23
-
12:4030.11.23
-
12:2030.11.23
-
12:0030.11.23
-
სალომე ზურაბიშვილი - ვწუხვარ, რომ უზარმაზარი ეროვნული თანხმობის მიმართ არის გულგრილობა
11:5030.11.23
-
11:2030.11.23
-
საქართველო ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის 22-ე მინისტერიალს მასპინძლობს
11:0030.11.23
-
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა
10:4030.11.23
-
ინდუსებმა „გააჯერეს“ მონოეთნიკური სომხეთი
10:2030.11.23
-
ყოფილი ცოლის დაჭრისა და მისი მეუღლის მკვლელობის ბრალდებით მიმალვაში მყოფი პირი დაკავებულია
10:0030.11.23
-
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ საბჭოს 20 წევრი დაემატა
18:0029.11.23
-
17:4029.11.23
-
17:2029.11.23
-
17:0029.11.23
-
16:4029.11.23
-
სემეკმა მოქალაქეებს უსაფუძვლოდ დარიცხული 600 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა
16:0029.11.23
-
ირაკლი ზარქუა: უკრაინა ძალიან ცუდ სიტუაციაში ჩააყენეს – მეტი პრაგმატული პოლიტიკა იყო საჭირო
15:4029.11.23
-
15:2529.11.23
-
ირაკლი კობახიძე - გამარჯვებულ პარტიას არაფერში სჭირდება პოლარიზაცია
15:0029.11.23
-
14:4029.11.23
-
ზურაბ ჯაფარიძე - როცა იცი, რომ ეუთოს მინისტერიალს ლავროვი ესწრება, არ უნდა წახვიდე
14:2029.11.23
-
14:0029.11.23