პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტზე ესპანეთში გაემგზავრა

04.10.23 10:00


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

 

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მესამე სამიტი 5-6 ოქტომბერს ესპანეთის ქალაქ გრანადაში ჩატარდება.

 

პრემიერ-მინისტრი სამიტზე მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ თემატურ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას.

 

მთავრობის მეთაური სამიტის ფარგლებში ასევე გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს.

 

პრემიერ-მინისტრი გრანადაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.

 

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 532


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები