პოლიტიკა

ენტონი ბლინკენი - ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ასევე 2014 წელს და მანამდე საქართველოში პუტინის რუსეთის ქმედებები აჩვენებს, რომ ის უარყოფს ფუნდამენტურ პრინციპებს

04.10.23 12:40


ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ასევე 2014 წელს და მანამდე საქართველოში პუტინის რუსეთის ქმედებები აჩვენებს, რომ ის უარყოფს ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიცაა ტერიტორიული სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

 

აღნიშნული განცხადება მან ბეიკერის საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტში დისკუსიისას გააკეთა.

 

„ვფიქრობ, საჭიროა, დავრწმუნდეთ, რომ გვაქვს კარგად გაცნობიერებული, რა ხდება სინამდვილეში. და ეს ჩვენთვის ძალიან ნათელია. თუ ერთ ნაბიჯს უკან გადავდგმათ და შევხედავთ, რა ეტაპზე ვართ, ჩვენ გვაქვს ცივი ომის შემდგომი ერის დასასრული. მიმდინარეობს ინტენსიური კონკურენცია, რათა მოხდეს იმის ფორმირება, თუ რა იქნება შემდგომ. ერთ-ერთი კონკურენტი არის რუსეთი და პუტინის რუსეთი. ქმედებები, რომლებიც მან განახორციელა არა მხოლოდ გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში, არამედ, სულ მცირე, 2014 წელს და შესაძლოა, მანამდე, საქართველოში 2008, 2009 წელს, აჩვნებს, რომ ის უარყოფს არსებულ წესრიგს, ფუნდამენტურ პრონციპებს, რომლებიც განსაზღვრავს წესრიგს – ტერიტორიულ სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები