პოლიტიკა
04.10.23 15:00
ილია დარჩიაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის ფართო სპექტრი და მაღალი შეფასება მისცეს, 2023 წლის ივნისში, გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოში საქართველოს საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნებისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.
„აღინიშნა ორგანიზაციის კრიტიკული როლი და მნიშვნელობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან, კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასთან და ნდობის აღდგენის პროექტებთან დაკავშირებით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ევროპის საბჭოს კონსოლიდირებულ ანგარიშებზე, რომლის საშუალებითაც ხდება საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ.
ამასთან, განსაკუთრებით აღინიშნა ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მექანიზმების დაშვების აუცილებლობა. ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს წვლილს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში. ყურადღება გამახვილდა 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმასა და მის ფარგლებში გათვალისწინებულ პროექტებზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ასევე, საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესსა და მიღწეულ შედეგებს. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს ძალისხმევა იქნება შესაბამისად შეფასებული და ქვეყანა წლის ბოლოს მიიღებს კანდიდატის სტატუსს. დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა“, - აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
3-4 ოქტომბერს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფებოდა.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 208
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ცესკოს დელეგაცია აშშ-ში საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს აგრძელებს
18:0530.11.23
-
თამარ ჩარკვიანი მამუკა ხაზარაძეზე: ფეიკ ოპოზიცია რომ შეგვრჩეს ხელში, დავიღუპებით
17:4030.11.23
-
17:2030.11.23
-
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს, მატუშ ბუშოვსკის შეხვდა
17:0030.11.23
-
ილია დარჩიაშვილი შვედ კოლეგას შეხვდა
16:4030.11.23
-
16:2030.11.23
-
16:0030.11.23
-
15:4030.11.23
-
15:2530.11.23
-
15:0030.11.23
-
14:2030.11.23
-
14:0030.11.23
-
წინასწარი შეფასებით, ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.2 პროცენტით გაიზარდა
13:4030.11.23
-
13:2030.11.23
-
13:0030.11.23
-
12:4030.11.23
-
12:2030.11.23
-
12:0030.11.23
-
სალომე ზურაბიშვილი - ვწუხვარ, რომ უზარმაზარი ეროვნული თანხმობის მიმართ არის გულგრილობა
11:5030.11.23
-
11:2030.11.23
-
საქართველო ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის 22-ე მინისტერიალს მასპინძლობს
11:0030.11.23
-
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა
10:4030.11.23
-
ინდუსებმა „გააჯერეს“ მონოეთნიკური სომხეთი
10:2030.11.23
-
ყოფილი ცოლის დაჭრისა და მისი მეუღლის მკვლელობის ბრალდებით მიმალვაში მყოფი პირი დაკავებულია
10:0030.11.23
-
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ საბჭოს 20 წევრი დაემატა
18:0029.11.23
-
17:4029.11.23
-
17:2029.11.23
-
17:0029.11.23
-
16:4029.11.23
-
სემეკმა მოქალაქეებს უსაფუძვლოდ დარიცხული 600 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა
16:0029.11.23
-
ირაკლი ზარქუა: უკრაინა ძალიან ცუდ სიტუაციაში ჩააყენეს – მეტი პრაგმატული პოლიტიკა იყო საჭირო
15:4029.11.23
-
15:2529.11.23
-
ირაკლი კობახიძე - გამარჯვებულ პარტიას არაფერში სჭირდება პოლარიზაცია
15:0029.11.23
-
14:4029.11.23
-
ზურაბ ჯაფარიძე - როცა იცი, რომ ეუთოს მინისტერიალს ლავროვი ესწრება, არ უნდა წახვიდე
14:2029.11.23
-
14:0029.11.23