პოლიტიკა
04.10.23 16:00
„თბილისის გერბისა და დროშის შესაცვლელად კონკურსი გამოცხადდება და სპეციალურად შექმნილი კომისია საუკეთესო ესკიზებს შეარჩევს“ - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი განმარტებით, თბილისს „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ კანონით დადგენილი გერბი და დროშა არ აქვს და მთავრობის დადგენილების შესაბამისად, სავალდებულოა შეიქმნას თბილისის ოფიციალური სიმბოლიკა.
„დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, თბილისის მერმა გააჟღერა გადაწყვეტილება გერბისა და დროშის შესაცვლელად კონკურსის გამოცხადების შესახებ. ყველა მუნიციპალიტეტს, თბილისის გარდა, უკვე აქვს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისი ჰერალდიკური სიმბოლოები. შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც კონკურსის წესით თბილისის გერბისა და დროშის საუკეთესო ესკიზებს გამოავლენს. აღსანიშნავია ისიც, რომ ემირ ბურჯანაძის ავტორობით შექმნილი სიმბოლოს გამოყენება კვლავ იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, დედაქალაქის მერის კიდევ ერთ ინიციატივას გამოეხმაურა, რაც 2024 წლის 1-ლი იანვრიდან, პიკის საათებში, დიდი გაბარიტების მქონე ავტომობილების გადაადგილების შეზღუდვას გულისხმობს. გიორგი ტყემალაძის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივის განხორციელება თბილისის ქუჩებს საგრძნობლად განტვირთავს და მოსახლეობისთვის გადაადგილებას კომფორტულს გახდის.
როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ინიციატივის განხორციელებაში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი მათთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განმარტა, აღნიშნული შეზღუდვა კონკრეტულ უბნებსა და დღეებში იმოქმედებს, რის შესახებაც თბილისელებს ინფორმაცია მოგვიანებით დეტალურად ეცნობება.
გიორგი ტყემალაძის თქმით, იქნება გამონაკლისებიც, რაზეც რეგულაცია არ გავრცელდება და ეს იქნება: საზოგადოებრივი ტრანსპორტი, არაგეგმური საავარიო და სიცოცხლის ჯანმრთელობის საფრთხის შემთხვევების აღმოსაფხვრელად საჭირო ტრანსპორტი, მუნიციპალური ან სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტების განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტი, მოსწავლეებისა და სტუდენტების გადაადგილებისთვის საჭირო ტრანსპორტი, ტურისტული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტრანსპორტი და სხვა.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 199
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ცესკოს დელეგაცია აშშ-ში საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს აგრძელებს
18:0530.11.23
-
თამარ ჩარკვიანი მამუკა ხაზარაძეზე: ფეიკ ოპოზიცია რომ შეგვრჩეს ხელში, დავიღუპებით
17:4030.11.23
-
17:2030.11.23
-
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს, მატუშ ბუშოვსკის შეხვდა
17:0030.11.23
-
ილია დარჩიაშვილი შვედ კოლეგას შეხვდა
16:4030.11.23
-
16:2030.11.23
-
16:0030.11.23
-
15:4030.11.23
-
15:2530.11.23
-
15:0030.11.23
-
14:2030.11.23
-
14:0030.11.23
-
წინასწარი შეფასებით, ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.2 პროცენტით გაიზარდა
13:4030.11.23
-
13:2030.11.23
-
13:0030.11.23
-
12:4030.11.23
-
12:2030.11.23
-
12:0030.11.23
-
სალომე ზურაბიშვილი - ვწუხვარ, რომ უზარმაზარი ეროვნული თანხმობის მიმართ არის გულგრილობა
11:5030.11.23
-
11:2030.11.23
-
საქართველო ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის 22-ე მინისტერიალს მასპინძლობს
11:0030.11.23
-
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა
10:4030.11.23
-
ინდუსებმა „გააჯერეს“ მონოეთნიკური სომხეთი
10:2030.11.23
-
ყოფილი ცოლის დაჭრისა და მისი მეუღლის მკვლელობის ბრალდებით მიმალვაში მყოფი პირი დაკავებულია
10:0030.11.23
-
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ საბჭოს 20 წევრი დაემატა
18:0029.11.23
-
17:4029.11.23
-
17:2029.11.23
-
17:0029.11.23
-
16:4029.11.23
-
სემეკმა მოქალაქეებს უსაფუძვლოდ დარიცხული 600 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა
16:0029.11.23
-
ირაკლი ზარქუა: უკრაინა ძალიან ცუდ სიტუაციაში ჩააყენეს – მეტი პრაგმატული პოლიტიკა იყო საჭირო
15:4029.11.23
-
15:2529.11.23
-
ირაკლი კობახიძე - გამარჯვებულ პარტიას არაფერში სჭირდება პოლარიზაცია
15:0029.11.23
-
14:4029.11.23
-
ზურაბ ჯაფარიძე - როცა იცი, რომ ეუთოს მინისტერიალს ლავროვი ესწრება, არ უნდა წახვიდე
14:2029.11.23
-
14:0029.11.23