პოლიტიკა
04.10.23 17:00
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, რადიკალური ოპოზიცია ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც და ახლაც რუსულ ინტერესებს ატარებს.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ აკეთებს სწორედ ქართულ და ევროპულ საქმეს, რის გამოც ხელისუფლებისკენ თითის გაშვერა არასწორია.
არჩილ თალაკვაძე პარლამენტის სხდომაზე გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტი რუსულ ინტერესებს ემსახურება.
„ადამიანის უფლებების სფეროში რასაც თქვენ აკეთებდით, ძირი რომ გამოუთხარეთ, ადამიანის უფლებათა კონვენცია რომ საზოგადოებას თავზე გადაახიეთ, ეს იყო რუსული საქმე და თქვენ აკეთებდით ამ რუსულ საქმეს. ენერგოობიექტები რუსულ კომპანიებს რომ მიჰყიდეთ და საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა მთლიანად რუსულ კომპანიებს გადაეცით, ეს იყო რუსული საქმე. ჩვენ ინვესტიციები გავაკეთეთ ელექტროგენერაციაში, ინვესტიციები გავაკეთეთ გაზის და თბოელექტროსადგურებში და საქართველოს დღეს აქვს მეტი გენერაცია, ვიდრე ჰქონდა. ეს არის ქართული და ეს არის ევროპული საქმე. თქვენ, როგორც მედიას მართავდით, მთლიანად რომ წაართვით საუბრის უფლება, ჟურნალისტები რომ პოლიტიკურ ინსტრუმენტებად გადააქციეთ და თქვენი პოლიტიკური გუნდის წევრი რომ იყო მთავარი პროდუსერი, ეს იყო რუსული საქმე. დღეს, როცა ქვეყანაში უკვე ოცი მედია არის, მათ შორის თქვენ რამდენიც გეკუთვნით, ეგეც დათვლილი გექნებათ, ეს არის თავისუფალი და მრავალფეროვანი მედია. თქვენ როგორც ექცეოდით ბიზნესს, ღამღამობით რომ იბარებდით და ქონებებს აჩუქებინებდით სახელმწიფოზე, ეს არის რუსული საქმე. დღეს, როცა ბიზნესი თავისუფალია, ეს არის ქართული და ევროპული საქმე. შემიძლია, გავაგრძელო ჩამონათვალი, მაგრამ, მგონი, ძალიან კარგად ხვდებით, რომ რუსულ საქმეს სწორედ თქვენ აკეთებდით, როდესაც საკუთარ ქვეყანას პანდემიის ურთულეს პერიოდში ბოიკოტი გამოუცხადეთ და პარლამენტში 8 თვის განმავლობაში არ შემოდიოდით. აბა, დაფიქრდით, ვის გაახარებდა ყველაზე მეტად საქართველოს პარლამენტის, მთავარი პოლიტიკური ორგანოს ბლოკირება? ვის, თუ არა საქართველოს მტრებს. სწორედ მათ ინტერესებს ემსახურებოდით თქვენ და, საერთოდ, რა რუსულ საქმეზე გველაპარაკებით? თქვენი ბანაკის ლიდერები ხელფასებს იღებენ პირდაპირ რუსეთის ბიუჯეტიდან, რაზეც საერთოდ ხმა არ ამოგიღიათ, არანაირი კომენტარი თქვენგან არ მოგვისმენია. საერთოდ როგორ ბედავთ, რომ „ქართულ ოცნებაში“ ვინმეს მიმართ იშვერთ ხელს. საგარეო საქმეთა მინისტრი არ გყავდათ რუსეთის მოქალაქე? აქ, თქვენი ოპოზიციური ბანაკის ერთ-ერთი ლიდერი დღემდე არ არის რუსეთის მოქალაქე? ვისზე ლაპარაკობთ, თქვე მართლა პრორუსულებო და რუსული ინტერესების გამტარებლებო?! რადიკალური ოპოზიცია დღემდე პირდაპირ რუსეთის ინტერესების გამტარებლები ხართ. ხელისუფლებაში როცა იყავით, მაგას აკეთებდით და ოპოზიციაშიც მაგას აკეთებთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 505
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ცესკოს დელეგაცია აშშ-ში საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს აგრძელებს
18:0530.11.23
-
თამარ ჩარკვიანი მამუკა ხაზარაძეზე: ფეიკ ოპოზიცია რომ შეგვრჩეს ხელში, დავიღუპებით
17:4030.11.23
-
17:2030.11.23
-
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს, მატუშ ბუშოვსკის შეხვდა
17:0030.11.23
-
ილია დარჩიაშვილი შვედ კოლეგას შეხვდა
16:4030.11.23
-
16:2030.11.23
-
16:0030.11.23
-
15:4030.11.23
-
15:2530.11.23
-
15:0030.11.23
-
14:2030.11.23
-
14:0030.11.23
-
წინასწარი შეფასებით, ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.2 პროცენტით გაიზარდა
13:4030.11.23
-
13:2030.11.23
-
13:0030.11.23
-
12:4030.11.23
-
12:2030.11.23
-
12:0030.11.23
-
სალომე ზურაბიშვილი - ვწუხვარ, რომ უზარმაზარი ეროვნული თანხმობის მიმართ არის გულგრილობა
11:5030.11.23
-
11:2030.11.23
-
საქართველო ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის 22-ე მინისტერიალს მასპინძლობს
11:0030.11.23
-
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა
10:4030.11.23
-
ინდუსებმა „გააჯერეს“ მონოეთნიკური სომხეთი
10:2030.11.23
-
ყოფილი ცოლის დაჭრისა და მისი მეუღლის მკვლელობის ბრალდებით მიმალვაში მყოფი პირი დაკავებულია
10:0030.11.23
-
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ საბჭოს 20 წევრი დაემატა
18:0029.11.23
-
17:4029.11.23
-
17:2029.11.23
-
17:0029.11.23
-
16:4029.11.23
-
სემეკმა მოქალაქეებს უსაფუძვლოდ დარიცხული 600 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა
16:0029.11.23
-
ირაკლი ზარქუა: უკრაინა ძალიან ცუდ სიტუაციაში ჩააყენეს – მეტი პრაგმატული პოლიტიკა იყო საჭირო
15:4029.11.23
-
15:2529.11.23
-
ირაკლი კობახიძე - გამარჯვებულ პარტიას არაფერში სჭირდება პოლარიზაცია
15:0029.11.23
-
14:4029.11.23
-
ზურაბ ჯაფარიძე - როცა იცი, რომ ეუთოს მინისტერიალს ლავროვი ესწრება, არ უნდა წახვიდე
14:2029.11.23
-
14:0029.11.23