პოლიტიკა

ვიქტორ დოლიძემ ევროატლანტიკური ინტეგრაციის სამინისტროს თანამშრომლებთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

28.11.16 17:10


28 ნოემბერს, მთავრობის ადმინისტრაციაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის რანგში ვიქტორ დოლიძემ ოფისის თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ახალი მინისტრი თანამშრომლებს მისმა წინამორბედმა სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ წარუდგინა. დავით ბაქრაძემ თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა, ხოლო ახალ მინისტრს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. „მგონია, რომ ეს ორი წელი ძალიან შედეგიანი იყო, რაც მთავარია ქვეყნისთვის და დარწმუნებული ვარ, რომ ასეც გაგრძელდება. იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რაც ბატონ ვიქტორს მოყვება ამ საქმეში, დარწმუნებული ვარ ძალიან კარგი, ნაყოფიერი პერიოდი იწყება ამ ოფისის საქმიანობაში.“-აღნიშნა ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა.

თავის მხრივ, ვიქტორ დოლიძემ მადლობა გადაუხადა დავით ბაქრაძს და სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის. „მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას, იმისათვის, რაც აქამდე გაკეთდა. ჩვენ გვაქვს უკვე თანამშრომლობის გამოცდილება, გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი თემები. ის, რაც აქამდე დათოსთან ერთად აკეთეთ თქვენ, არის ძალიან კარგი საფუძველი, რომ ზედნაშენები ჩვენც გავაკეთოთ. ძალიან ემოციური დღეა და დარწმუნებული ვარ, ერთად ძალიან ბევრი კარგი საქმის გაკეთებას შევძლებთ.“-განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 478


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები