პოლიტიკა

სავალდებულო სამხედრო სამსახური - პარლამენტი კანონპროექტის ცვლილებაზე აღარ იმსჯელებს

28.11.16 18:55


საქართველოს პარლამენტი უარს აცხადებს სამხეფრო სავალდებულო გაწვევის შესახებ კანონის განხილვაზე. საუბარია ტავდაცვის ყოფილი მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებაზე, რომელმაც გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამხედრო სავალდებული სამსახურში გაწვევა გააუქმა. თუმცა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ორგანო ამ საკითხზე აღარ იმსჯელებს.

„ვინაიდან აღნიშნულთან დაკავშირებით ეროვნულმა უშიშროების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური რჩება და არა მარტო რჩება, არამედ ახალი კომპონენტებით უნდა შეივსოს, აღარ იქნა მიზანშეწონილი მსჯელობის გაგრძელება,“-განაცხადა კომიტეტის წევრმა კობა ნარჩემაშვილმა.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 4420


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები