პოლიტიკა

„ოკუპაციის კანონი ჩვენს ქვეყანაში აუცილებელია და ის უნდა არსებობდეს“- თეა წულუკიანი

28.11.16 19:30


იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის გადაწყვეტილებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს კანონი ჩვენს ქვეყანაში აუცილებლად უნდა არსებობდეს.

„ის, რომ ოკუპაციის კანონი ჩვენს ქვეყანაში აუცილებელია და ის უნდა არსებობდეს, ეს არის ფაქტი. ჩვენი მთავრობა ამას მხარს უჭერს და არსებობს მოსაზრებები, თითქოს საპირისპირო, მაგრამ ეს ვერ იქნება გაზიარებული. რაც შეეხება თვითონ არსებული კანონის დახვეწას, მეც ბევრჯერ მითქვამს, რომ ოკუპაციის შესახებ კანონი ზოგიერთ მუხლში საჭიროებს გაუმჯობესებას, იმისთვის, რომ, სხვებს შორის, ადამიანის უფლებები უკეთესად იყოს დაცული და ხალხებს შორის ურთიერთობები იყოს გაადვილებული, რადგან ჩვენ ერთ დღეს, როდესაც დაგვიდგება დრო, რომ უნდა გავაერთიანოთ საქართველო, ტერიტორიები უნდა გაერთიანდეს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ტერიტორიებზე ცხოვრობს ხალხი და ჩვენ, პირველ რიგში, ხალხი უნდა დავიბრუნოთ, მასთან ურთიერთობები აღვადგინოთ და ამაში კანონმა ხელი არ უნდა შეგვიშალოს“- განაცხადა წულუკიანმა.


შეგახსენებთ, რომ პარლამენტი ოკუპაციის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობას განაახლებს. შესაბამისი გადაწყვეტილება თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მიიღო. დეპუტატების განცხადებით, ცვლილებები გულისხმობს პასუხისმგებლობის გარკვეულ შემსუბუქებას. საქმე ეხება მოქალაქის მიერ საოკუპაციის საზღვრის უკანონოდ გადმკვეთის შემთხვევაში როდესაც მოქალაქის მიმართ პირდაპირ იწყებოდა სისხლის სამართლებრივი დევნა.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 1063


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები