პოლიტიკა

ნიკა გვარამიამ ის პირები დაასახელა, ვინც მოსამართლეებზე ზეწოლას ახორციელებს

28.11.16 20:00


რუსთავი 2-ის საქმე - სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ში სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. განცხადება არხის გენერალურმა დირექტორმა გააკეთა. ნიკა გვარამია ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესებზე საუბრობს და იმ პირთა ვინაობას ასახელებს, ვინც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლას ახორციელებს.

ჩვენთვის ცნობილია ის გარემოება, რომ სასამართლოსთან რამდენიმე ადამიანი აწარმოებს "მოლაპარაკებას" და სინამდვილეში სასამართლოზე ზეწოლას. მათ შორის არის იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მთავარობის საპარლამენტო მდივანი, ყოფილი პროკურორი ფარცხალაძე და სასამართლოში ზონდერად ჩასმული ჩინჩალაძე.

სამი დღის განმავლობაში სასამართლოზე უპრეცედენტო ზეწოლა იქნება, ამის განმახორციელებლად არის ახალი ადამიანი არჩეული, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის ახალი დავალების შემსრულებელი ზონდერი ივანე ზარდიაშვილი," - აცხადებს ნიკა გვარამია.

როგორც ცნობილია, უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ 22 ნოემბერს რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო და საქმე განსახილველად უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას გადაეცა.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 676


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები