საზოგადოება

ჭრიკიშვილი ძიუდოში საქართველოს ჩემპიონი გახდა

28.11.16 20:10


ავთო ჭრიკიშვილი ძიუდოში საქართველოს ჩემპიონი გახდა — მან ოქრო თავისთვის ახალ 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოიპოვა, იუწყება საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდი.

აქამდე სპორტსმენი 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, მაგრამ რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის შემდეგ ჭრიკიშვილმა უფრო მძიმე წონაში გადასვლა გადაწყვიტა.

ექვსგზის ჩემპიონი ფინალში უშანგი მარგიანს შეხვდა, რომელიც ასევე ცოტა ხნის წინ 81 კილოგრამ წონითი კატეგორიიდან 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში გადავიდა.

მეტოქეების დაპირისპირება საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა და ოქროს მედლის ბედი მარგიანის ერთადერთმა გაფრთხილებამ გადაწყვიტა. ქვეყნის ჩემპიონები სხვა წონით კატეგორიაში გახდნენ: ლუხუმ ჩხვიმიანი (-60 კგ) ვაჟა მარგველაშვილი (-66 კგ) ფრიდონ გიგანი (-73 კგ) თამაზ კირაკოზიშვილი (-81 კგ) ლაშა თაველური (-100 კგ) გურამ თუშიშვილი (+100 კგ).


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 1045


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები