პოლიტიკა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ დავით გაბაიძე აირჩიეს

28.11.16 20:35


უმაღლესი საბჭოს ახალი მოწვევის თავმჯდომარედ დავით გაბაიძე აირჩიეს. ის აღნიშნულ თანამდებობას
“ყველაფერს გავაკეთებ, რომ დარწმუნდეთ თქვენი არჩევანის მართებულობაში.

მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, ყოველგვარი პოლიტიკური კეკლუცობის გარეშე, კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ”, – განაცხადა დავით გაბაიძემ.

დავით გაბაიძეს ფარული კენჭისყრით 14-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო “ნაციონალურმა მოძრაობამ” და ნინო ბურჯანაძის პარტიის ერთმა წევრმა. რაც შეეხება “პატრიოტთა ალიანსს”, დავით თარხან-მოურავი სხდომას არ ესწრებოდა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 712


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები