ეკონომიკა

საქართველოს სახელმწიფო ნავთობკომპანიის აქციებით შესაძლოა აზერბაიჯანი დაინტერესდეს

29.11.16 15:15


აზერბაიჯანული სახელმწიფო ნავთობკომპანია (ГНКАР, SOCAR) მზად არის განიხილოს ქართული "ნავთობისა და გაზის კორპორაციის" აქციების შეძენის საკითხი, თუ კი გაყიდვის შესახებ ოფიციალურად გამოცხადდება, სააგენტო Trend-ზე დაყრდნობით იუწყება საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი".

ცოტა ხნის წინ, საქართველოს პრემიერობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობა მზად არის გაყიდოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების — "ნავთობისა და გაზის კორპორაციის" და "საქართველოს რკინიგზის" აქციების 25%.

"ნავთობისა და გაზის კორპორაცია" მაგისტრალური გაზსადენის ჩრდილოეთი-სამხრეთის ოპერატორია, რომელზეც გაზი რუსეთიდან საქართველოსა და სომხეთში შედის.

"ჯერჯერობით რაიმე კონკრეტულის თქმა შეუძლებელია. თუ კი აქციების გაყიდვის შესახებ საკითხი წინასწარ დაანონსდება, იმ შემთხვევაში განვიხილავთ, ჯერჯერობით კი არაფერი კონკრეტული არ არის",- ციტირებს სააგენტო ГНКАР –ის შვილობილი კომპანიის SOCAR Georgia-ში არსებულ წყაროს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 586


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები