ეკონომიკა

გიორგი კვირიკაშვილი: ონლაინ-სესხების გაცემა აიკრძალება

29.11.16 20:35


პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მზადდება მომხმარებელთა უფლებების დაცვის პაკეტი, რომლის მიხედვითაც ონლაინ-სესხების გაცემა აიკრძალება.

აღნიშნულის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„ეროვნულ ბანკთან ერთად ვამზადებთ მომხმარებელთა უფლებების დაცვის პაკეტს, რომლის მიხედვითაც, ონლაინ სესხების გაცემა აიკრძალება. ეს მნიშვნელოვანი მოთხოვნა იყო ჩვენი საზოაგდოების მხრიდან. ყველა ეს ნაბიჯი გადადგმულია სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.



წყარო : /www.kvira.ge

წაკითხულია : 487


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები