ანალიტიკა
18.11.23 14:50
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 2023 წლის 26-27 ოქტომბერს თბილისში გამართულ აბრეშუმის გზის ფორუმზე „მსოფლიოს გზაჯვარედინის“ პროექტი წარმოადგინა. პროექტის ცენტრი, ბუნებრივია, სომხეთის რესპუბლიკა იყო, სადაც, თეორიულად, მთავარი სატრანზიტო მარშრუტები უნდა „გადაიკვეთოს“.
მაშინ ბევრმა ეს პროექტი რეალური საფუძვლის არმქონე ამბიციურ სურვილებად აღიქვა. რაც მთავარი აქ გეოპოლიტიკური ძალების საკითხია, რომლებიც ამ მარშრუტებს სომხურ „გზაჯვარედინზე“ „გაიყვანენ“ და მს სომხეთი გააკონტროლებს, რომელიც ამჟამად „თვითბლოკადაში“ იმყოფება მეზობლებთან დაპირისპირების გამო.
მაგრამ უცებ „მდევარმა“ თავი გამოავლინა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო'ბრაიენმა ზანგეზურის დერეფნის საკითხის განხილვისას განაცხადა: „ნებისმიერი დერეფანი უნდა შეიქმნას მხოლოდ სომხეთის თანხმობით, რაც გამოიწვევს ქვეყნების სატრანზიტო ბუმს. რეგიონისა და მსოფლიო ბაზრების, გარკვეული საქონლის ხელმისაწვდომობის გამო. სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც შექმნილია სხვა გზით, ძალის გამოყენებით ან ირანის მონაწილეობით, მტკიცე პასუხს გამოიწვევს“, - განაცხადა მან.
ო'ბრაიენმა ფაქტობრივად განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ეწინააღმდეგება აზერბაიჯანის გეგმებს ერევნისა და მისი „პატრონების“ მონაწილეობის გარეშე ზანგეზურის დერეფანი ირანის გავლით აშენდეს, თუ სომხეთი გააჭიანურებს ზანგეზურის დერეფნის განბლოკვის პროცესს.
როგორც ჩანს, ერევნის რეჟიმი, თავისი „მსოფლიო გზაჯვარედინით“ „ჩასმულია“ ახალ გლობალურ პროექტში, რომელიც,ფაქტობრივად, იქმნება ჩვენს თვალწინ. მისი მიზანია პირდაპირ „გაკვეთოს“ ევრაზია, რომელიც სხვადასხვა გლობალური მოთამაშეების ინტერესებშია, მათ შორის შეერთებული შტატების. უფრო მეტიც, ამ „კვეთის“ კონტურები მკაფიოდ იხატება ჩვენს თვალწინ.
„კავკაზ პლუსი“ მასალაში „ქურთული პროექტი და „დავითის დერეფანი“ (https://ge.kavkazplus.com/news.php?id=52558) უკვე წერდა, რომ შეერთებული შტატები და ისრაელი, „ანტიირანული კამპანიის“ ფარგლებში, თავიანთ დერეფანს აშენებენ. ეს დერეფანი ისრაელიდან, სირიის ტერიტორიების გავლით ირანის საზღვრამდე იქნება გაყვანილი. აღნიშნულ ადგილებში კი დასახლებულნი არიან ქურთები საკუთარი სამხედრო ფორმირებებით, რომლებსაც შეერთებული შტატებისა და ისრაელის მოკავშირეები აკონტროლებენ. ეს არის ირანის მიერ აშენებული დერეფანი ერაყისა და სირიის გავლით ხმელთაშუა ზღვამდე.
მაგრამ „პროამერიკული დერეფნის“ მშენებლობა ცხადია „დავითის დერეფნით“ არ დასრულდება. ისინი მას უფრო შორს გადაწელავევენ. უფრო სწორად, მისით ევრაზია „გაიკვეთება“. უფრო მეტიც, ირანულ ქურთისტანსა და პროამერიკულ და პროფრანგულ სომხეთს შორის არსებული „ისტორიული კონტურები“ თავისი „მსოფლიოს გზაჯვარედინით“ უკვე არსებობს.
ახლო აღმოსავლეთში ისრაელის შექმნიდან ცოტა ხნით ადრე სტალინური სსრკ-ს მონაწილეობით 1945 წლის დეკემბერში სამხრეთ აზერბაიჯანში შექმნა „აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა“ დედაქალაქით თავრიზში, ხოლო 1946 წლის იანვარში კიდევ ერთი სახელმწიფო - „ქურთული სახალხო რესპუბლიკა“, ცენტრით მეჰაბადის (ქურთებით დასახლებული ქალაქი ირანის პროვინციაში, დასავლეთ აზერბაიჯანში), რომელიც ისტორიაში შევიდა „მეჰაბადის რესპუბლიკის“ სახელით.
ამ რესპუბლიკის საზღვრები ძალიან უცნაური იყო. ის ვიწრო ზოლით მიდიოდა მეჰაბადიდან თურქეთის ჩრდილოეთი საზღვრის გასწვრივ მდინარე არაქსამდე. მეტიც, მეჰაბადის რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა თურქეთის მოსაზღვრე აზერბაიჯანული სოფლებიც, სადაც ქურთები არ ცხოვრობდნენ. ამრიგად, „პროსაბჭოთა“ სამხრეთ აზერბაიჯანს ხელოვნურად თურქეთთან საერთო საზღვარი ჩამოერთვა.
სტალინი, რომელიც მომავალი „პროსაბჭოთა სახალხო და დემოკრატიული“ რესპუბლიკების საზღვრებს ხაზავდა, საკუთარი თავის ერთგული დარჩა. როგორც სომხეთის სსრ-ში გადაყვანილი ზანგეზურით მან აზერბაიჯანის სსრ და თურქული სამყარო მდინარე არაქსის ჩრდილოეთით ერთმანეთისგან განაშორა, ზუსტად ასევე „მეჰაბადის რესპუბლიკით“ მან ხელოვნურად დააშორა სამხრეთ აზერბაიჯანი თურქეთს.
თუმცა, სტალინმა ვერ შეძლო ირანის ჩრდილოეთში საკუთარი კონტროლის შენარჩუნება. საბჭოთა ჯარები ქვეყნიდან გაიყვანეს შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ზეწოლის შედეგად 1946 წლის დეკემბერში „აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა“ და „ქურთული სახალხო რესპუბლიკა“ დაეცა.
მაგრამ ქურთებს ჯერ კიდევ მეჰაბადის რესპუბლიკის შესახებ მეხსიერება შერჩათ. დღეს, ერთის მხრივ, შეერთებულ შტატებსა და ისრაელს შორის, ხოლო მეორე მხრივ, ირანს შორის აშკარად მოსალოდნელი ომის ფონზე, ირანში ქურთი სეპარატისტები მის აღორძინებაზე ოცნებობენ და შესაძლოა მათ უკვე დაპირებებიც მიიღეს. უფრო მეტიც, შესაძლებელია, რომ ის უკვე მონიშნულია ახლად შედგენილ რუკებზე, სადაც გადაჭიმულია ჩრდილოეთით არაქსამდე და სომხეთის რესპუბლიკის საზღვრამდე. შესაძლებელია, რომ არაქსის ჩრდილოეთ ნაპირზე მისი „ჩაკეტვა“ სომხეთის კონტროლის ქვეშ მყოფი ზანგეზურით სცადონ. ე.ი. „ახალ მეჰაბადის რესპუბლიკას“ ასევე შეუძლია „ალტერნატიული“ ზანგეზურის დერეფანი გაჭრას, რომელიც ირანის მონაწილეობით არაქსის სამხრეთ სანაპიროზეა გაყვანილი.
ეს ოცნებები სულაც არ არის უსაფუძვლო. ბოლოს და ბოლოს, ერაყში აშშ-ს შეჭრისა და სირიაში სამოქალაქო ომის შემდეგ, რომელიც ძირითადად აშშ-ს მხარდაჭერით იქნა გაჩაღებული, ფაქტობრივად ჩამოყალიბდა ავტონომიური ერაყის ქურთისტანი. ის ჯერ კიდევ არ არის დე-იურედ გაფორმებული, მაგრამ სირიის ტერიტორიებზე ქურთი ექსტრემისტების კონტროლის ქვეშ ჩამოყალიბებულია სირიის ქურთისტანი.
ამასობაში, სირიის რეჟიმს აშკარად „დერეფნებისთვის ამუშავებენ“, თანაც სომხეთის მონაწილეობით. ასეთი იყო სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ჰაკობ არშაკიანის ბოლო ვიზიტი სირიაში, სადაც ის სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს შეხვდა და მას „მსოფლიოს გზაჯვარედინი“ წარუდგინა.
რატომ სჭირდება ბაშარ ასადს, რომელიც რეალურად არ აკონტროლებს თავის ტერიტორიებს, ეს „ჰაის გზაჯვარედინი“? თუმცა, როგორც ჩანს, დღეს ისინი ასადის დარწმუნებას ცდილობენ, რათა უარი თქვას ირანთან ალიანსზე და მხარი დაუჭირონ ამერიკულ გეგმებს. ამ შემთხვევაში კი ჰაიები სირიის ხელისუფლებაზე ზეწოლისას, ასე ვთქვათ, „კარგ გამომძიებლებად“.
მაგრამ ასევე არიან „ბოროტი გამომძიებლები“. ცოტა ხნის წინ, სომხეთის „მთავარმა მფარველმა“ საფრანგეთმა სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის და მისი ძმის მაჰერ ალ-ასადის დაპატიმრების ორდერი 2013 წელს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების საქმეზე გასცა. ეს ბრძანება შეიძლება დამასკოზე ზეწოლის მექანიზმად ჩაითვალოს, ასევე „სიგნალად“ თეირანისთვისა და სხვა გეოპოლიტიკური ძალებისთვის, რომ საფრანგეთი ირანს „დიდი ომის“ შემთხვევაში „ტოვებს“. მაგრამ ის სრულებით თავის გავლენას სირიაში არ ტოვებს, რასაც ჰაკობ არშაკიანის ვიზიტი დამასკოში მოწმობს, რომელიც თითქმის ერთდროულად „ასადზე ორდერის გაცემასთან“ ჩატარდა.
გრიგოლ გიორგაძე
წაკითხულია : 568
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24
-
კახა კალაძე - ყოველთვის დავდგებით მოწოდების სიმაღლეზე
11:5001.05.24
-
11:2001.05.24
-
2026 წელს ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი თბილისში გაიმართება
11:0001.05.24
-
შსს: საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ აქციამ სრულად მიიღო ძალადობრივი ხასიათი
10:3501.05.24
-
სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირზე გუშინ გამართულ აქციაზე 63 პირი დააკავეს
10:1401.05.24
-
1 მაისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს
9:5501.05.24
-
სომხები ოსმალეთის იმპერიაში – რა იყო, რა შეიძლებოდა ყოფილიყო და თანამედროვე რეალობა
7:0501.05.24
-
ანრი ოხანაშვილი - ტერმინი “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“ ფაქტის კონსტატაციაა
18:0030.04.24
-
ლუკ კოფი - ბრმა ადამიანსაც შეუძლია დაინახოს, რომ საქართველომ ევროატლანტიკური გზიდან გადაუხვია
17:2730.04.24
-
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი - ილია დარჩიაშვილს ვურჩიე, გადახედოს ჩვენს დირექტივას
17:0030.04.24
-
პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილი აირჩია
16:2830.04.24
-
16:0030.04.24
-
15:3430.04.24
-
15:0530.04.24
-
მთავრობის დადგენილებით, 7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა
14:2330.04.24
-
საქართველოში საერთაშორისო ვიზიტები 2019 წელთან შედარებით +44.4%-ით გაიზარდა
14:0030.04.24
-
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტები აღიკვეთა
13:3930.04.24
-
13:0730.04.24
-
12:4630.04.24