პოლიტიკა

საქართველოს პრემიერი ითხოვს ავტომანქანების ციმციმები ზედმეტად არ გამოიყენონ

30.11.16 15:15


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი მღებრიშვილს მიმართა, რომ ავტომანქანების ციმციმებით მოძრაობის აღსაკვეთად, სპეციალური ზომები მიიღოს.

საქართველოს საგზაო მოძრაობის კანონის თანახმად, სპეციალური ციმციმები სახელმწიფო ავტომანქანებზე მონტაჟდება. მათ ორგანიზებული კოლონით გადაადგილებისას იყენებენ.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ის თითქმის არ იყენებს ციმციმებს, და იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო მოსამსახურეები მის მაგალითს გამოიყენებბენ, რადგან ეს საკმაოდ გამაღიზიანებლად მოქმედებს მოსახლეობაზე.

მანქანებზე ციმციმების, სიგნალების, ხმის გამაძლიერებლების და ოპერატიული სამსახურების სიმბოლიკის გამოყენება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსით რეგულირდება. თუ კი მანქანის მფლობელი ამ ატრიბუტიკას შსს ნებართვის გარეშე დააყენებს, ის 100 ლარით დაჯარიმდება. 0 0


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 487


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები