ეკონომიკა

საქართველოში ნავთობპროდუქტებსა და ავტომობილებზე აქციზი იზრდება

30.11.16 15:25


საქართველოს მთავრობა 2017 წლის 1 იანვრიდან იმპორტირებულ ავტომობილებსა და ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადს გაზრდის, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

„საქსტატის“ (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური) ინფორმაციით, საქართველოში ძირითად მსუბუქი ავტომობილებისა და ნავთობპროდუქტების იმპორტირება ხდება.

ნავთობპროდუქტების მოხმარება ავტომობილების რაოდენობის ზრდასთან ერთად მატულობს, რაც უარყოფითად აისახება ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, ართულებს დიდ ქალაქებში თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას, დასძინა მან.

როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, 1 ტონა ბენზინზე აქციზის გადასახადი 250 ლარიდან 500 ლარამდე გაიზრდება, 1 ტონა დიზელზე — 150-დან 400 ლარამდე, ხოლო 1000 კუბამეტრ ბუნებრივ აირზე — 80-დან 200 ლარამდე. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ აქციზის გადასახადი ჰიბრიდულ ავტომობილებზე 60%-ით დაიწევს, ხოლო ელექტრომობილების იმპორტი დაბეგრვისგან გათავისუფლდება. 2016 წლის იანვრიდან ოქტომბრის პერიოდში საქართველოში 374,3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილების და 476 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ნავთობპროდუქტების იმპორტი განხორციელდა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 1090


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები