მეცნიერება
21.11.23 11:25
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის ფინალურ შეხვედრას მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტში ჩართულმა 20 ქვეყნის წარმომადგენელმა სამწლიანი პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები შეაჯამეს და ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მოსავლის გაუმჯობესების საკითხების მიმართულებით სამომავლო გეგმებსა და პოტენციური პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს.
ინფორმაციის თანახმად, შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილმა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს პროექტის კოორდინატრომა, ფატმა სარსუმ გახსნეს.
„მოხარული ვარ, რომ საქართველო და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მასპინძლობს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის შემაჯამებელ შეხვედრას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, წარმოვადგენდეთ აღნიშნული პროექტის წევრ ქვეყანას, ვინაიდან, პროექტი ხელს უწყობს როგორც კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე სირთულეების დაძლევას, ასევე მონაწილე ქვეყნებს შორის კავშირების გამყარებას“, - აღნიშნა იური ნოზაძემ.
„საერთაშორისო პროექტში, რომელიც მოიცავდა როგორც სამეცნიერო კვლევებს, ასევე თეორიული გადამზადების კურსებს, ჩართული იყო სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთწლოვანი კულტურების კვლევის სამსახურის წარმომადგენლები.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია წილკანში სადემონსტრაციო ბაზის მონახულება, სადაც დელეგაცია ბაზაზე მიმდინარე სამუშაოებს, ჩატარებულ კვლევებსა და შედეგებს გაეცნობა.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ტექნიკური თანამშრომლობის პროექტი RER5024 „ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ძირითადი საკვები კულტურების პროდუქტიულობის და მდგრადობის გაზრდა კლიმატის ცვლილების მიმართ“ 2020 წლიდან მიმდინარეობდა, ხოლო ფინალური შეხვედრები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ორგანიზებით საქართველოში 20-24 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
Ipn.ge
წაკითხულია : 172
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ქადაგიშვილი - ამომრჩეველს სჭირდება მშვიდობა
18:0026.07.24
-
თეა წულუკიანი - მოხარული ვართ, რომ პრემიერი ეწვია ლევილის მამულს
17:2526.07.24
-
პრემიერ-მინისტრი ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
17:0026.07.24
-
16:3726.07.24
-
16:1626.07.24
-
ირაკლი კობახიძე - ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა
15:5726.07.24
-
15:2526.07.24
-
15:0026.07.24
-
14:3426.07.24
-
14:1826.07.24
-
13:5826.07.24
-
საქართველოდან 16 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული
13:2326.07.24
-
ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება
13:0026.07.24
-
5 რეგიონი, სადაც ყველაზე მეტი კრედიტი აქვთ - ბანკებმა 58.046 მლრდ ლარის სესხი გასცეს
12:2626.07.24
-
12:0026.07.24
-
ადამ კინზინგერი - საქართველო, დაამარცხე „ქართული ოცნება“
11:4026.07.24
-
აფხაზეთში აპარტამენტების შესახებ კანონი უკან გაიხმეს - აძლევს ეს აფხაზებს დამშვილდების საფუძველს?
11:2126.07.24
-
10:5126.07.24
-
10:2726.07.24
-
10:0026.07.24
-
საქართველოს სამეზობლოში ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს
18:0025.07.24
-
17:1025.07.24
-
გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო და სპორტული სივრცეების მოწყობის სამუშაოები დასრულდა
16:4425.07.24
-
16:2025.07.24
-
მამუკა მდინარაძე - ადამიანის მოკვლას რომ აპირებდნენ, ვიღაცის საღლიცინო ამბავი არ არის
15:5525.07.24
-
15:2925.07.24
-
„მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უცნობი პირები თავს დაესხნენ
15:0825.07.24
-
14:4625.07.24
-
მაია ბითაძე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე
14:1425.07.24
-
13:4425.07.24
-
ლევან დავითაშვილი - საქართველოში გვაქვს სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც მთავარი ამოცანაა
13:2125.07.24
-
ირაკლი ჩიქოვანი - წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ რესურსს ვხარჯავთ, რათა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა
13:0025.07.24
-
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციაში მიდის ხოცვა-ჟლეტა, ვინ გაინაწილებს 30-35 მანდატს
12:3525.07.24
-
12:1625.07.24
-
11:4825.07.24
-
11:2525.07.24