პოლიტიკა

საქართველოს პირველი ლედი კატო მიქელაძის სახელობის პრემიის გადაცემის ცერემონიას დაესწრო

30.11.16 16:55


საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა 29 ნოემბერს უფლებადამცველ ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ კატო მიქელაძის სახელობის პრემიის გადაცემის ცერემონიას დაესწრო.

ორგანიზაციის „ქალთა ფონდი საქართველოში“ მიერ დაწესებული კატო მიქელაძის პრემიის უმთავრეს მიზანს ქალი უფლებადამცველების აღიარება, დაფასება, მათი მნიშვნელოვანი საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.

პრემია ქალ აქტივისტს 2013 წლიდან ყოველწლიურად გადაეცემა.

მაკა ჩიჩუასთან ერთად დღევანდელ ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდიც ესწრებოდა.

საქართველოს პირველმა ლედიმ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, 25 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „ქალთა ფონდი საქართველოში“ მიერ ორგანიზებულ კიდევ ერთ ღონისძიებაში - დოკუმენტურ სპექტაკლში „შვიდი“ მიიღო მონაწილეობა, რომელიც ქალთა უფლებების შესახებ პიესების კრებულს წარმოადგენდა.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 487


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები