პოლიტიკა

პატიმრების მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობა - სასამართლომ 2 პირი დამნაშავედ სცნო

30.11.16 17:40


ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულები სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N4-ე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი ინსპექტორი კობა ანთია და ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი მთავარი ინსპექტორი ონისე ლაგვილავა დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,ე“ და ,,ზ“ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად, დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირების მიმართ. ინფორმაციას ამის შესახებ მტავარი პროკურატურა ავრცელებს:

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2009-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზუგდიდის N4 დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში, კობა ანთიას და ონისე ლაგვილავას მხრიდან სისტემატიურად ადგილი ჰქონდა პატიმართა დამცირებას, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას. დაწესებულებაში შეყვანისთანავე ხდებოდა პატიმართა უმრავლესობის გაშიშვლება, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, მათი უმოწყალოდ ცემა დაშინებისა და უსიტყვო მორჩილების მიზნით, დაშანტაჟება და მუქარით თანამშრომლობაზე დაყოლიება.

კობა ანთიას და ონისე ლაგვილავას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ 4 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა, ამნისტიის აქტის გამოყენებით შეუმცირდათ დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, სასჯელის სახით განესაზღვრათ 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ასევე 2 წლისა და 3 თვით ჩამოერთვათ თანამდებობის დაკავების უფლება."- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 487


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები