ანალიტიკა

ისტორიული და კულტურული ალბანური ძეგლები სომხეთის მიერ შედგენილი სიიდან და ჰაიელი ოკუპანტების ვანდალიზმის შედეგები

27.11.23 16:53


სომხეთმა შეადგინა ყარაბაღის 140 ისტორიული და კულტურული ძეგლის სია საერთაშორისო პარტნიორებთან სამუშაოდ ინგლისურ ენაზე. ჰაის მედიასა და სოციალურ ქსელებში კი ამ ძეგლებისთვის არსებული „საფრთხის“ გარშემო ვნებათაღელვა გრძელდება: თითქოს, აზერბაიჯანი მათ „განადგურებას“ აპირებდეს.


ჰაიელთა საზომით სია მეტად "მოკრძალებული" გამოვიდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჰაიელთა რელიგიურმა ორგანიზაციებმა - ეგრეთ წოდებულმა სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ, ცენტრით ეჯმიაძინში და სომხური კათოლიკური ეკლესიის ორდინარიატმა აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრით გიუმრიში, ოფიციალურად ერთობლივად გამოთქვეს პრეტენზია საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ 465-მდე ქართულ ეკლესიაზე. რომ არ ჩავთვალოთ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ათეულობით ქართული ეკლესია, რომლებიც, გამონაკლისის გარეშე, იმავე ეჯმიაძინმა მიიტაცა და მიითვისა. ასე რომ, ჰაიელი ნაციონალისტების მხრიდან სხვის საკუთრებაზე პრეტენზიების გამოთქმა არ ახალია...


დავიწყოთ იმით, რომ მე-19 საუკუნის შუა ხანებამდე არსებული ყარაბაღის ყველა ძეგლი ცალსახად აზერბაიჯანულ კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენდა. მათ შორისაა ქრისტიანული ეკლესიები და სომხეთის მიერ „სომხური“ ძეგლების სიაში შეტანილი სხვა ძეგლებიც. ეთნიკურ ჰაიებს არაფერი ჰქონდათ საერთო მათ შექმნასთან. ისინი ალბანური ეკლესიის ან ალბანეთის საკათალიკოსოს კუთვნილებას წარმოადგენენ, რომელთა ისტორიაც აზერბაიჯანული მატიანეს განუყოფელი ნაწილია. კავკასიის ალბანეთის, მისი ქრისტიანული მოსახლეობისა და ალბანეთის ეკლესიის ისტორია აზერბაიჯანის ისტორიის განუყოფელი ნაწილია. ალბანური მემკვიდრეობა უკანონოდ მიითვისეს ჩამოსახლებულებმა და ოკუპანტებმა. არც მანამდე და არც ეხლა მათ არ ქნდათ სხვათა ძეგლების მითვისების უფლება, მით უმეტეს როდესაც დღეს ისინი კანონიერ მფლობელს - აზერბაიჯანელ ხალხს უბრუნდება.ა ზერბაიჯანში, როგორც ცნობილია, 200 ათასზე მეტი მოქალაქე ქრისტიანია. მუსულმანი აზერბაიჯანელებისთვისაც არანაკლებ ძვირფასია მათი წინაპრების მიერ იმ დროს შექმნილი ისტორიული ძეგლები, როცა ისინი - კავკასიის ალბანეთის უძველესი მკვიდრნი - ქრისტიანული რელიგიის აღმსარებლები იყვნენ.

 

ამ ეკლესიებსა და კულტურულ ძეგლებს ჰაიელთა კუთვნილებად არც ის აქცევს, რომ ალბანეთის საკათალიკოსო ეჩმიაძინის ფარული ხრიკებით ჰაიზირებულ იქნა, ხოლო რუსეთის იმპერიის დროს სულაც უკანონოდ შთანთქა ეჯმიაძინმა. ჰაიელთა უღლისაგან გათავისუფლებული ალბანური კულტურული ძეგლები და ალბანური ეკლესია-მონასტრები აზერბაიჯანის სახელმწიფოს ცალსახა მფარველობის ქვეშ მოექცევა და არაფერი დაემუქრება - ამის მტკიცება დანამდვილებით შეიძლება. პირიქით, აზერბაიჯანი ეცდება გაუფრთხილდეს და აღადგინოს ავარიულ ან ნაწილობრივ დანგრეულ მდგომარეობაში მყოფი ძეგლები, თანაც ყოველგვარი ხელოვნური გაყალბებული გვიანი ჰაიური „ჩანართების“ გარეშე.


ამასობაში, ოკუპაციის წლებში შექმნილი და ძველ ალბანურ ეკლესიებში გადატანილი ახლად დამზადებული, მაგრამ, თითქოს, "უძველესი" ხაჩკარების რაოდენობა საზღვრებს გასცდა. აზერბაიჯანელმა მეცნიერებმა პრესაში უკვე განაცხადეს, რომ ისტორიული ფალსიფიკაციის თითოეული ფაქტი ხელოვნების კრიტიკოსების, ისტორიკოსების, არქეოლოგების და სხვა სპეციალისტების მიერ ცალკე გამოძიებას დაექვემდებარება. ამაში დახმარების გაწევა, ცხადია, ქართველ მეცნიერებს და საეკლესიო ხუროთმოძღვრების ექსპერტებსაც შეუძლიათ.


აზერბაიჯანი მფარველობის ქვეშ მოექცევა აგრეთვე ის რამდენიმე ეკლესია და ისტორიულ-კულტურული ძეგლი ყარაბაღში, რომელიც აშენდა ჰაიელთა მიერ მას შემდეგ, რაც რუსეთის იმპერიის ხელისუფლებამ აზერბაიჯანული მიწები მასიურად დაასახლა ჰაიელი ჩამოსახლებულებით და ეჩმიაძინი ალბანეთის საკათალიკოსოს გადასცა. აზერბაიჯანი იმედოვნებს, რომ სეპარატისტებისა და ექსტრემისტების მიერ მოტყუებული ჰაი ეროვნების ყარაბაღის ზოგიერთი მაცხოვრებელი გონს მოეგება და მიიღებს აზერბაიჯანის მოქალაქეობას, რისი უფლებაც მათ გააჩნიათ, და დაბრუნდებიან ყარაბაღში. ამგვარი ადამიანების მიერ საკუთარი რელიგიური თემების ჩამოაყალიბების შემთხვევაში, როგორც წესი, მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში ჰაიელ ჩამოსახლებულთა მიერ აგებული შესაბამისი ეკლესიები მათ სარგებლობაში გადაეცემა. 


რაც შეეხება ოკუპაციის დროს (1990 წლის შემდეგ) აგებულ ან რადიკალურად შეცვლილ ნაგებობებს, რომლებიც ოკუპანტებისა და სეპარატისტების მხრიდან „ისტორიული და კულტურული ძეგლების“ ჯგუფში მოექცა, თითოეულ ასეთ ობიექტზე ცალკეული გადაწყვეტილება იქნება მიღებული. მით უმეტეს, ასეთი „ძეგლები“ ​​აზერბაიჯანის კანონმდებლობის დარღვევით იქნა აგებული.
ცალკე უნდა ვისაუბროთ ოკუპანტების მიერ შექმნილ იმ ნაგებობებზე, რომლებიც ადიდებენ და პროპაგანდას უწევენ ტერორიზმსა და სეპარატიზმს, აღმართულია ტერორისტებისა და აზერბაიჯანელი მშვიდობიანი მოსახლეობის ჯალათებისთვის ხოტბის შესასხმელად . ეს განსაკუთრებით ეხება ტერორისტების და ოკუპანტების სახელობის „ძეგლებსა“ და ე.წ. "მემორიალებს",როგორიც გახლავთ გარეგინ ნჟდე და ტერორისტი მონტე მელქონიანი.ც ხადია, აზერბაიჯანის მიწაზე ასეთი, ასე ვთქვათ, „ძეგლების“, ადგილი არ არის.

 

უპრიანი იქნებოდა შეგვეხსენებინა იმ ჰაიელი ექსტრემისტებისათის, რომლებიც მთელ მსოფლიოში ისტერიულად გოდებენ გამოგონილი აზერბაიჯანული სავარაუდო „ვანდალიზმის“ გამო, თუ რამდენი აზერბაიჯანული კულტურული ძეგლი გაანადგურეს მათ. თანაც, არა მხოლოდ ყარაბაღის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არამედ სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზეც, რომელიც, ისტორიულად ცნობილია, როგორც დასავლეთ აზერბაიჯანი.
დღეს ის სომხები, რომლებმაც ყარაბაღში გაანადგურეს ქალაქები, მეჩეთები, კულტურული ძეგლები, მუზეუმები, შეურაცხყვეს აზერბაიჯანელების საფლავები და მოიპარეს ნატავანის ფერფლიც კი, ცდილობენ აზერბაიჯანი კულტურული მემკვიდრეობის შეუნარჩუნებლობაში დაადანაშაულონ. და ამის გასაკეთებლად, ისინი შეგნებულად ცდილობენ თავი დაანებონ საკუთარი ვანდალიზმის აქტებს. ამაში მათ „მხარს უბამს“ საერთაშორისო ორგანიზაციების ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი ფიგურაც.


შეგახსენებთ, რომ იუნესკოს სპეციალისტებმა უარი განაცხადეს ყარაბაღში ჩამოსვლაზე მას შემდეგ, რაც ბაქომ არა მხოლოდ ხანკენდის, როგორც ისინი თავდაპირველად გეგმავდნენ, არამედ სომხების მიერ განადგურებული აღდამის მონახულებაც შესთავაზა. მართლაც, ამ შემთხვევაში იუნესკოს უნდა ეღიარებინა, რომ აზერბაიჯანი არის ქვეყანა, რომელიც დაზარალდა ოკუპანტების მიერ, ტოტალური ნგრევით და ვანდალიზმით. ხოლო ოკუპანტი ქვეყნის - სომხეთის რესპუბლიკის - ხელისუფლებამ აზერბაიჯანს უნდა აუნაზღაუროს მისთვის მიყენებული კოლოსალური მატერიალური და მორალური ზიანი.


გიორგი კვინიტაძე

წაკითხულია : 541


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები