პოლიტიკა
29.11.23 15:00
გამარჯვებულ პარტიას არაფერში სჭირდება პოლარიზაცია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, რომ, ოპოზიციის თქმით, პოლარიზაციას ყველაზე მეტად „ქართული ოცნება“ აღრმავებს.
კობახიძის თქმით, პარტია როდესაც არჩევნებს იგებს, მას აქვს არამხოლოდ რაღაც ობიექტური ინტერესი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მას აქვს სუბიექტური ინტერესი, რომ ოთხი წელი მშვიდად მართოს ქვეყანა.
„გეტყვით ახლა, როგორ არის საქმე. არაერთხელ მითქვამს, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, როდესაც გამარჯვებული პარტია არჩევნებს იგებს, მას აქვს არამხოლოდ რაღაც ობიექტური ინტერესი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მას აქვს სუბიექტური ინტერესი, რომ ოთხი წელი მშვიდად მართოს ქვეყანა. ეს არის სუბიექტური ინტერესი. არაფერში არ სჭირდება გამარჯვებულ პარტიას პოლარიზაცია. გაიხსენეთ, როგორ წარიმართა პროცესები საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. არც ცნობდნენ არჩევნებს, გვაბრალებდნენ არჩევნების გაყალბებას. ხომ დავუმტკიცეთ, რომ თვითონ ხმების პარალელური დათვლა (PVT) გააყალბეს და ათასი რაღაც გააკეთეს? მაგრამ თვითონ არ ცნობდნენ ჩვენს ლეგიტიმაციას. შემდეგ – გამუდმებული საუბრები. 2011 წლიდან მოყოლებული ეს ადამიანები საუბრობენ, რომ ჩვენ რუსეთისკენ მივაქანებთ ამ ქვეყანას. ამ პერიოდში ასოცირების შეთანხმებასაც მოვაწერეთ ხელი, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასაც მოვაწერეთ ხელი, ვიზალიბერალიზაციაც მივიღეთ. დღე-დღეზე კანდიდატის სტატუსს ვიღებთ და მაინც რუსეთისკენ მივაქანებთ ამ ქვეყანას და ახლა ამას როგორ არ უნდა გასცე პასუხი? ყველაფერი ხომ იქიდან იწყება – არჩევნების არცნობა, ჩვენი საგარეო ლეგიტიმაციის არცნობა, სიარული კაბინეტებში და ლაპარაკი, რომ უნდა დავსანქცირდეთ. ამას ხომ ოპოზიცია აკეთებს. ახლა როგორ შეიძლება, პასუხი არ გავცეთ, თან ვის? „ნაცმოძრაობას“, რომელსაც უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი და, ბოლოს და ბოლოს, რუსეთს გადასცეს ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი. ეს რომ გეძახის შენ რუსულ პარტიას, ამას პასუხი სჭირდება“, – აღნიშნა კობახიძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები სინამდვილეში ერთ პოლიტიკურ ძალას, კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ წარმოადგენენ.
„სამადაშვილი იყო „ნაცმოძრაობის“ ელჩი, შემდეგ „ნაცმოძრაობის“ პარტიული სიით შემოვიდა პარლამენტში. ვაშაძე იყო ადეიშვილის მოადგილე და „ნაცმოძრაობის“ დეპუტატი. შემდეგ თავისი პირადი ამბიციები აწუხებდა და მაგიტომ გამოეყო, ახლა ისევ უკან დაბრუნდა. ყველანი – სამადაშვილიც, ვაშაძეც, ხაზარაძეც, გახარიაც – „ნაცმოძრაობა“ არიან, ყველა გახდა კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ზოგი იყო, ზოგი გახდა. სინამდვილეში, ყველა ერთი პოლიტიკური ძალაა. მათ აქვთ ერთი საერთო ფუნდამენტი, რომელიც მორღვეულია, მაგრამ მაინც საერთოა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1tv.ge
წაკითხულია : 163
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ქადაგიშვილი - ამომრჩეველს სჭირდება მშვიდობა
18:0026.07.24
-
თეა წულუკიანი - მოხარული ვართ, რომ პრემიერი ეწვია ლევილის მამულს
17:2526.07.24
-
პრემიერ-მინისტრი ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
17:0026.07.24
-
16:3726.07.24
-
16:1626.07.24
-
ირაკლი კობახიძე - ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა
15:5726.07.24
-
15:2526.07.24
-
15:0026.07.24
-
14:3426.07.24
-
14:1826.07.24
-
13:5826.07.24
-
საქართველოდან 16 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული
13:2326.07.24
-
ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება
13:0026.07.24
-
5 რეგიონი, სადაც ყველაზე მეტი კრედიტი აქვთ - ბანკებმა 58.046 მლრდ ლარის სესხი გასცეს
12:2626.07.24
-
12:0026.07.24
-
ადამ კინზინგერი - საქართველო, დაამარცხე „ქართული ოცნება“
11:4026.07.24
-
აფხაზეთში აპარტამენტების შესახებ კანონი უკან გაიხმეს - აძლევს ეს აფხაზებს დამშვილდების საფუძველს?
11:2126.07.24
-
10:5126.07.24
-
10:2726.07.24
-
10:0026.07.24
-
საქართველოს სამეზობლოში ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს
18:0025.07.24
-
17:1025.07.24
-
გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო და სპორტული სივრცეების მოწყობის სამუშაოები დასრულდა
16:4425.07.24
-
16:2025.07.24
-
მამუკა მდინარაძე - ადამიანის მოკვლას რომ აპირებდნენ, ვიღაცის საღლიცინო ამბავი არ არის
15:5525.07.24
-
15:2925.07.24
-
„მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უცნობი პირები თავს დაესხნენ
15:0825.07.24
-
14:4625.07.24
-
მაია ბითაძე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე
14:1425.07.24
-
13:4425.07.24
-
ლევან დავითაშვილი - საქართველოში გვაქვს სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც მთავარი ამოცანაა
13:2125.07.24
-
ირაკლი ჩიქოვანი - წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ რესურსს ვხარჯავთ, რათა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა
13:0025.07.24
-
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციაში მიდის ხოცვა-ჟლეტა, ვინ გაინაწილებს 30-35 მანდატს
12:3525.07.24
-
12:1625.07.24
-
11:4825.07.24
-
11:2525.07.24