პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა: უკრაინა ძალიან ცუდ სიტუაციაში ჩააყენეს – მეტი პრაგმატული პოლიტიკა იყო საჭირო

29.11.23 15:40


“უკრაინა ძალიან ცუდ სიტუაციაში ჩააყენეს და შეიყვანეს. მეტი პრაგმატული პოლიტიკა იყო საჭირო იმისთვის, რომ ეს ტრაგედიები აეცილებინათ”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ირაკლი ზარქუამ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

 

მისივე თქმით, საქართველოს ინტერესები დაცული უნდა იყოს.

 

„ჩვენ ვამბობდით, რომ საქართველო ამ ომში არ ჩაერეოდა, არ ჩაერთვებოდა, რადგან ჩვენ უნდა გადაგვერჩინა ჩვენი ქვეყანა და მოქალაქეები. ეს ჩვენ შევძელით. რასაც ახლა არესტოვიჩი ჰყვება, რომ თურმე სამშვიდობო გეგმა ყოფილა, ეს არის ერთმანეთისთვის გადაბრალება. ეს ახლა იმ უკრაინელ ბიჭებს, ან მოქალაქეებს გააცოცხლებს?! ნუ დაუჯერებთ ამ ხელმოცარულ რადიკალებს ვინც ჩვენ გვყავს აქ. აქაც გვყავს ბევრი პოდოლიაკი და არესტოვიჩები და მსგავსები. ჩვენი ქვეყნის ინტერესები უნდა დავიცვათ, როგორც ჩვენ დავიცავით და ასე გავიდეთ სამშვიდობოს“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

 

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა: „უკრაინა სტრატეგიულ ჩიხში იმყოფება, დასავლეთის ნაწილი მზად არის, ჩვენი მიწებით და სისხლით გადაიხადოს, რომ რუსეთმა არ წააგოს, არ დაექვემდებაროს ჩინეთს. ჩვენ ამ ომში გადაგვაგდეს“.

 

 

kvira.ge

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები