პოლიტიკა
29.11.23 17:20
ის, რომ ევროკომისია განიხილავს ზუსტად ანალოგიურ კანონპროექტს - აგენტების კანონი ჰქვია პირდაპირ დოკუმენტს, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენთან შექმნილი აჟიოტაჟი იყო აბსოლუტურად ხელოვნური. ადამიანებს გააპროტესტებინეს წაუკითხავი კანონი და შექმნეს ხელოვნური აჟიოტაჟი ისეთ საკითხთან დაკავშირებით, რაც საზოგადოების ინტერესებში შედიოდა - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მთავარი მიზანი იყო, საზოგადოებას მეტი სცოდნოდა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ ვის აფინანსებს.
მისივე თქმით, იგივე კეთილშობილური მიზანი ამოძრავებს ამ შემთხვევაში ევროკომისიას, რაც მისასალმებელია.
„სინამდვილეში, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს აბსოლუტურად ჯანსაღი მიზნები ჰქონდა. ერთადერთი რამ, რასაც საქართველოში ითვალისწინებდა იყო ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდა გამოექვეყნებინათ საკუთარი ფინანსური საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში, რაც არ უნდოდათ. უამრავი ფაქტი ნახა საზოგადოებამ, რომ უცხოური წყაროებიდან ფინანსდებოდა კონკრეტული ორგანიზაციების ექსტრემისტული ღონისძიებები, საქმიანობა და რა თქმა უნდა, ამის გასაჯაროება არავის სურდა. აბსოლუტურად ხელოვნური იყო ეს აჟიოტაჟი, სინამდვილეში ამ კანონპროექტს აბსოლუტურად ჯანსაღი მიზნები ჰქონდა.
როცა გამჭვირვალე ხდება არასამთავრობო ორგანიზაციის ფინანსები, ეს პირველ რიგში არის საზოგადოებისთვის, საზოგადოება ხედავს იმას, თუ ვინ აფინანსებს მაგალითად კარგ საქმეს, ან ცუდ საქმეს საქართველოში და ამის მიხედვით გამოაქვს დასკვნები, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებთან თუ მათ დონორებთან დაკავშირებით.
ეს იყო კეთილშობილური საქმე, თუმცა ატყდა ხელოვნური აჟიოტაჟი, მოატყუეს ხალხი, მათ შორის სამწუხაროდ, კონკრეტული, მადლობა ღმერთს, ყოფილი დიპლომატები იყვნენ ჩართული საზოგადოების მოტყუებაში, ასეთ დროს შეიყვანეს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი შეცდომაში, რასაც ჩვენ ანგარიში გავუწიეთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ყველაფრის მიუხედავად, არც მომავალში ვაპირებთ მივუბრუნდეთ ამ კანონპროექტს, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ეს კანონპროექტი ემსახურებოდა კეთილშობილურ მიზნებს. მთავარი მიზანი იყო ის, რომ საზოგადოებას მეტი სცოდნოდა იმასთან დაკავშირებით, ვინ ვის აფინანსებს. იგივე კეთილშობილური მიზანი ამოძრავებს ამ შემთხვევაში ევროკომისიას, რაც მისასალმებელია“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
imedinews.ge
წაკითხულია : 145
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ქადაგიშვილი - ამომრჩეველს სჭირდება მშვიდობა
18:0026.07.24
-
თეა წულუკიანი - მოხარული ვართ, რომ პრემიერი ეწვია ლევილის მამულს
17:2526.07.24
-
პრემიერ-მინისტრი ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
17:0026.07.24
-
16:3726.07.24
-
16:1626.07.24
-
ირაკლი კობახიძე - ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა
15:5726.07.24
-
15:2526.07.24
-
15:0026.07.24
-
14:3426.07.24
-
14:1826.07.24
-
13:5826.07.24
-
საქართველოდან 16 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული
13:2326.07.24
-
ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება
13:0026.07.24
-
5 რეგიონი, სადაც ყველაზე მეტი კრედიტი აქვთ - ბანკებმა 58.046 მლრდ ლარის სესხი გასცეს
12:2626.07.24
-
12:0026.07.24
-
ადამ კინზინგერი - საქართველო, დაამარცხე „ქართული ოცნება“
11:4026.07.24
-
აფხაზეთში აპარტამენტების შესახებ კანონი უკან გაიხმეს - აძლევს ეს აფხაზებს დამშვილდების საფუძველს?
11:2126.07.24
-
10:5126.07.24
-
10:2726.07.24
-
10:0026.07.24
-
საქართველოს სამეზობლოში ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს
18:0025.07.24
-
17:1025.07.24
-
გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო და სპორტული სივრცეების მოწყობის სამუშაოები დასრულდა
16:4425.07.24
-
16:2025.07.24
-
მამუკა მდინარაძე - ადამიანის მოკვლას რომ აპირებდნენ, ვიღაცის საღლიცინო ამბავი არ არის
15:5525.07.24
-
15:2925.07.24
-
„მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უცნობი პირები თავს დაესხნენ
15:0825.07.24
-
14:4625.07.24
-
მაია ბითაძე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე
14:1425.07.24
-
13:4425.07.24
-
ლევან დავითაშვილი - საქართველოში გვაქვს სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც მთავარი ამოცანაა
13:2125.07.24
-
ირაკლი ჩიქოვანი - წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ რესურსს ვხარჯავთ, რათა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა
13:0025.07.24
-
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციაში მიდის ხოცვა-ჟლეტა, ვინ გაინაწილებს 30-35 მანდატს
12:3525.07.24
-
12:1625.07.24
-
11:4825.07.24
-
11:2525.07.24