საზოგადოება

ბერლინში ქართულმა კომპანიებმა ქვევრის ღვინო წარადგინეს

30.11.16 20:15


გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ჩატარებულ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე RAW Berlin (The Artisan Wine Fair) სხვადასხვა დასახელების ქართული ქვევრის ღვინო იყო წარდგენილი, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.

გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელი 8 კომპანია მონაწილობდა. გამოფენაზე მისულ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა დაეგემოვნებინა ქართული ღვინის კომპანიების — „გოცას საოჯახო მეღვინეობა“, „საწნახელი“, „ნიკას ღვინო“, „ჩვენი ღვინო“, „ვარციხის ღვინის მარანი“, „ძმების მარანი“, „ტიბაანი“ და „ნათენაძის ღვინოების“ ქვევრის ღვინოები. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გამოფენის გახსნას საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი ელგუჯა ხოკრიშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლი ელენე კიკნაძე ესწრებოდნენ.

„გამოფენაზე ქართული ღვინის წარმოდგენა იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, რომ ქვევრის ღვინო ფართო მასშტაბით წარმოჩინდეს საერთაშორისო დონეზე, მოხდეს მისი გაცნობა მეღვინოების სფეროს წარმომადგენლებისთვის“, – აღნიშნა ელენე კიკნაძემ.

გამოფენის ორგანიზატორია მსოფლიოში ცნობილი ღვინის ექსპერტი, საერთაშორისო ღვინის მაგისტრი იზაბელ ლეჟერონი (საფრანგეთი), რომლის მიწვევითაც ქვევრის ღვინო წელს წარდგენილი იყო ბუნებრივი ღვინოების გამოფენებზე დიდ ბრიტანეთში (RAW London), აშშ-ში (RAW New York) და გერმანიაში (RAW Berlin).


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 784


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები