ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი - ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის მინისტერიალი მნიშვნელოვანი პლატფორმაა კავკასიის ქვეყნებთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავებისთვის 

30.11.23 12:00


ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) ფარგლებში აზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოს 3 მლრდ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული 2016 წლიდან და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღის წესრიგი, კომპლექსური, რომელიც მოიცავს კავშირების გამყარებას სხვადასხვა მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.


როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველო პირველად მასპინძლობს ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის მინისტერიალს.

 

„პირველად არის საქართველო თავმჯდომარე ქვეყანა და ჩვენთვის პატივია, რომ საქართველოში გვყავს პარტნიორი ქვეყნების დელეგაციები. CAREC იცით, უმნიშვნელოვანესი ფორუმია, მნიშვნელოვანი პლატფორმაა თანამშრომლობის, ეკონომიკური კავშირების გაღრმავების ცენტრალური აზიის, კავკასიის ქვეყნებთან. ასევე, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან. ჩვენთვის, რა თქმა უნდა ეს არის ეკონომიკურად ძალიან აქტიური, კავშირების აღდგენისა და კავშირების გამყარების კუთხით. ეს კონფერენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი ეკონომიკური განვითარების კუთხით. ჩვენ ვისაუბრებთ ასევე 2030 წლის კლიმატის გეგმებზე. თითოეულ ქვეყანას აქვს კლიმატის ცვლილების შერბილების, შემცირების საკუთარი სტრატეგია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ტრანსსასაზღვრო რეგიონული თანამშრომლობა ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით, რომელიც, მათ შორის ითვალისწინებს კლიმატის მიზეზებს, რომელიც საერთაშორისო დონეზე ქვეყნებს აქვთ აღებული, როგორც ვალდებულება. ამ კუთხით, ვფიქრობ, კონფერენცია ძალიან სასარგებლოდ ჩაივლის. საქართველოსაც აქვს ძალიან მნიშვნელოვანი სათქმელი და კომპლექსური გეგმა კლიმატის ცვლილების შერბილების კუთხით და ეკონომიკური განვითარების გეგმა, რომელიც საკმაოდ აგრესიულია ჩვენ შემთხვევაში, ასევე ითვალისწინებს ამ პრიორიტეტებს.

 

ზოგადად მინდა გითხრათ, რომ CAREC-ის ფარგლებში აზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოს 3 მლრდ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული 2016 წლიდან და ეს არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი დღის წესრიგი, კომპლექსური, რომელიც მოიცავს კავშირების გამყარებას სხვადასხვა მიმართულებით. ეს არის სატრანსპორტო ლოგისტიკური, ციფრული თუ სავაჭრო კავშირების გამყარება იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც არიან CAREC-ის წევრები. იცით, რომ CAREC-ის წევრები არიან საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები“ , – განაცხადა დავითაშვილმა.

 

 

1tv.ge

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები