პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი - სამწუხაროდ, ამ დრომდე ოპოზიციის დიდი ნაწილის ქმედებები მიმართული იყო ევროინტეგრაციის პროცესის დაზიანებისკენ, რას იზამენ ახლა, ესეც მათი გადასაწყვეტია

30.11.23 13:00


ჩვენთვის მთავარი მიზანია, რაც შეიძლება ეფექტიანად შევასრულოთ რეკომენდაციები, რაც ბრიუსელიდან მოდის და ამ პროცესში მაქსიმალურად ჩართული იყოს ყველა პოლიტიკისი, თუ ყველა უწყება, რომელიც დაინტერესებულია, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

 

ბოჭორიშვილის თქმით, ოპოზიციის გადასაწყვეტია, რამდენად ჩაერთვებიან ისინი რეკომენდაციების შესრულების პროცესში.

 

„სამოქმედო გეგმა, რომელიც მთავრობის მიერ სხვადასხვა უწყებასთან კონსულტაციების საფუძველზე შემუშავდა, დამტკიცებულია. ახლა მნიშვნელოვანია, ჩვენ მოვისმინოთ ევროკომისიის პოზიციაც, მათთან გეგმასთან დაკავშირებით გვქონდეს კონსულტაციები, რამდენად სწორად არის განსაზღვრული ნაბიჯები, რაც უნდა გადავდგათ ცხრა ნაბიჯის, ცხრა რეკომენდაციის შესასრულებლად. შემდეგ მის განხორციელებას და ნაბიჯების გადადგმას დავიწყებთ, რაც დაუკავშირდება ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციას. ჩვენთვის მთავარი მიზანია, რაც შეიძლება ეფექტიანად შევასრულოთ რეკომენდაციები, რომლებიც ბრიუსელიდან მოდის და ამ პროცესში მაქსიმალურად ჩართული იყოს ყველა პოლიტიკისი, თუ ყველა უწყება, რომელიც დაინტერესებულია და საჭიროა, რომ იყოს ჩართული.

 

რაც შეეხება ოპოზიციის ჩართულობას, ეს პოლიტიკოსების გადასაწყვეტია. თავად უნდა გადაწყვიტონ, უნდათ თუ არა, იყვნენ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მინაწილეები. სამწუხაროდ, ამ დრომდე რა ქმედებებიც ოპოზიციის დიდი ნაწილის მხრიდან ვნახეთ, ძალიან აცდენილია მათ გაცხადებულ პოლიტიკურ ნებას, თითქოს მათ სურთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია. აბსოლუტურად სხვაზე მეტყველებდა ამ ხნის განმავლობაში მათი ქმედებები. პირიქით, მათი ქმედებები მიმართული იყო ამ პროცესის დასაზიანებლად. რას იზამენ ახლა, ესეც მათი გადასაწყვეტია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ დღეს პარლამენტში არსებობს საკმარისი ადამიანი, ვისაც სურს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრავია და მაქსიმალურად ყველაფერს აკეთებს, რომ ეს პრიცესი სწრაფად წარიმართოს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

მაკა ბოჭორიშვილის განმარტებით, ამ დრომდე, ოპოზიციის ქმედება ყოველთვის იყო ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხის პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად ქცევა და ამ საკითხის იმგვარად გამოყენება, რომ დაეზიანებინათ საქართველოს ინტერესები, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი.

 

„ეს კიდევ ერთხელ მაჩვენებელი იქნება იმისა, რომ ამ ადამიანებს რეალურად არ აინტერესებთ ეს, აინტერესებთ აბსოლუტურად სხვა რაღაც, რისთვისაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხს იყენებენ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

 

1tv.ge

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები