პოლიტიკა

თამარ ჩარკვიანი მამუკა ხაზარაძეზე: ფეიკ ოპოზიცია რომ შეგვრჩეს ხელში, დავიღუპებით

30.11.23 17:40


მოდით, თბილისი დავიბრუნოთ და ჩემს გარშემო ცენტრი შეიქმნას, მე ეს სასაცილოდ მეჩვენება, - ამის შესახებ პარტიის „კანონი და სამართალი“ დამფუძნებელმა, თამარ ჩარკვიანმა მამუკა ხაზარაძეზე საუბრისას განაცხადა.

 

„ჩვენიანია და ვაპატიოთ მეანაბრეების თანხები, მე ასეთი რამ არ მესმის. თუ მის მინი ოლიგარქობის მცდელობაზე იქნება საუბარი, სამომავლოდ, მე მას დოკუმენტებითა და მაგალითებით შემიძლია ვესაუბრო ღიად ეთერში.

 

მოდით, თბილისი დავიბრუნოთ და ჩემს გარშემო ცენტრი შეიქმნას, მე ეს სასაცილოდ მეჩვენება. ბეწვის ხიდზე გავდივარ და ისე გესაუბრებით. ძალიან ობიექტური მინდა, რომ ვიყო. ვიღაც იტყვის, შეცდომები არ გახსოვთ, მე ყველაფერი მახსოვს, რადგან ოპოზიციაში ვიყავი. მახსოვს, გაუკეთებელი საქმეები, მითვისებული ანაბრები და მაღალი პროცენტები.

 

ფეიკ ოპოზიცია რომ შეგვრჩეს, დავიღუპებით. მისი წარსულით, მოუნანიებლობითა და პრეტენზიებით, ყველაფრის გამართლებით, ჩემთვის ისეთივე მინი ოლიგარქია, როგორც ბიძინა ივანიშვილი“, - განაცხადა ჩარკვიანმა.

 

„ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ აღიარა, რომ ორ ტელევიზიას აფინანსებს. თუმცა მისი მტკიცებით, ტელეკომპანიების სარედაქციო პოლიტიკაში არ ერევა.

 

 

imedinews.ge

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები