პოლიტიკა
30.11.23 18:05
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტით მყოფი ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) დელეგაცია საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს აგრძელებს. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) შემდეგ, ცესკოს დელეგაციამ შეხვედრები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტსა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებთან გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრებზე საუბარი იყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და ამ მიმართულებით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ საქმიანობებზე, გამოწვევებსა და საჭიროებებზე. ასევე, ამომრჩეველთა ინფორმირების მნიშვნელობაზე ტექნოლოგიური ინტერვენციის პირობებში.
„IFES-ი ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელთანაც ერთობლივი წარმატებული პროექტების მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს, შესაბამისად ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გაფართოვდეს და საარჩევნო ადმინისტრაციის მხარდაჭერა სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო გაძლიერდეს. მათი მხრიდანაც ეს პარტნიორობა ხაზგასმული იყო და აღინიშნა, რომ წარმატებული თანამშრომლობა კვლავ გაგრძელდება.
ასევე მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა სახელმწიფო დეპარტამენტში, შედგა საინტერესო აზრთა გაცვლა-გამოცვლა მომავალ წელს დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით. მათ გავუზიარეთ საარჩევნო ადმინისტრაციის ხედვა ჩვენ საქმიანობასთან და გამოწვევებთან მიმართებაში. ვისაუბრეთ საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერების მნიშვნელობაზე და საჭიროებაზე. შეხვედრაზე ხაზი გავუსვით იმ ფაქტს, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მიესალმება საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობას საარჩევნო პროცესში და ამ მხრივ ადმინისტრაცია იქნება ღია და გამჭვირვალე ყველა საერთაშორისო პარტნიორისთვის”,- ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა შეხვედრების შემდეგ განაცხადა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ცესკოს დელეგაციის ვიზიტი 28 ნოემბერს დაიწყო და დღეს დასრულდება.
ipn.ge
წაკითხულია : 244
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ქადაგიშვილი - ამომრჩეველს სჭირდება მშვიდობა
18:0026.07.24
-
თეა წულუკიანი - მოხარული ვართ, რომ პრემიერი ეწვია ლევილის მამულს
17:2526.07.24
-
პრემიერ-მინისტრი ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
17:0026.07.24
-
16:3726.07.24
-
16:1626.07.24
-
ირაკლი კობახიძე - ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა
15:5726.07.24
-
15:2526.07.24
-
15:0026.07.24
-
14:3426.07.24
-
14:1826.07.24
-
13:5826.07.24
-
საქართველოდან 16 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული
13:2326.07.24
-
ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება
13:0026.07.24
-
5 რეგიონი, სადაც ყველაზე მეტი კრედიტი აქვთ - ბანკებმა 58.046 მლრდ ლარის სესხი გასცეს
12:2626.07.24
-
12:0026.07.24
-
ადამ კინზინგერი - საქართველო, დაამარცხე „ქართული ოცნება“
11:4026.07.24
-
აფხაზეთში აპარტამენტების შესახებ კანონი უკან გაიხმეს - აძლევს ეს აფხაზებს დამშვილდების საფუძველს?
11:2126.07.24
-
10:5126.07.24
-
10:2726.07.24
-
10:0026.07.24
-
საქართველოს სამეზობლოში ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს
18:0025.07.24
-
17:1025.07.24
-
გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო და სპორტული სივრცეების მოწყობის სამუშაოები დასრულდა
16:4425.07.24
-
16:2025.07.24
-
მამუკა მდინარაძე - ადამიანის მოკვლას რომ აპირებდნენ, ვიღაცის საღლიცინო ამბავი არ არის
15:5525.07.24
-
15:2925.07.24
-
„მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უცნობი პირები თავს დაესხნენ
15:0825.07.24
-
14:4625.07.24
-
მაია ბითაძე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე
14:1425.07.24
-
13:4425.07.24
-
ლევან დავითაშვილი - საქართველოში გვაქვს სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც მთავარი ამოცანაა
13:2125.07.24
-
ირაკლი ჩიქოვანი - წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ რესურსს ვხარჯავთ, რათა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა
13:0025.07.24
-
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციაში მიდის ხოცვა-ჟლეტა, ვინ გაინაწილებს 30-35 მანდატს
12:3525.07.24
-
12:1625.07.24
-
11:4825.07.24
-
11:2525.07.24