საზოგადოება

ჩინოვნიკების ხელფასები 10%-ით შემცირდება

30.11.16 20:35


2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ადმინისტრაციული ხარჯების, ასევე ჩინოვნიკების ხელფასების 10%-ით შემცირებას ითვალისწინებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

ჩინოვნიკების ხელფასები და პრემიები ოპოზიციის კრიტიკის საგანია, რომელიც მიიჩნევს, რომ ჩინოვნიკები, პირველ რიგში, საკუთარ ჯიბეზე ზრუნავენ და არა ადამიანებზე.

2017 წლის ბიუჯეტის განახლებული პროექტი უკვე გადაეგზავნა საქართველოს პარლამენტს და მისი განხილვა უახლოეს დღეებში დაიწყება.

როგორც პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება ყველა პრიორიტეტული მიმართულება და გაიზრდება განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების ბიუჯეტები. მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 2016 წლის დეკემბრის ბოლომდე უნდა დამტკიცდეს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 550


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები