ეკონომიკა

საქართველო „რკინიგზისა“ და „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ აქციების 25%–ს გაყიდის

30.11.16 20:50


საქართველოს მთავრობამ სს „საქართველოს რკინიგზისა“ და „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ აქციების 25-25% გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო, განაცხადა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

სახელმწიფო კომპანიების აქციების ნაწილის გაყიდვის თაობაზე უფრო ადრე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. მან აღნიშნა, რომ აქციები ბირჟაზე სასურველ დროს განთავსდება.

ამასთან, ქუმსიშვილმა აქციების სავარაუდო ფასზე საუბრისგან თავი შეიკავა. „ნავთობისა და გაზის კორპორაციისა“ და „საქართველოს რკინიგზის“ 100% წილის მფლობელი სახელმწიფოა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 667


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები