ანალიტიკა

საფრანგეთის სენატი ჰაიებს „არცახის აღიარებას” ერთხელ უკვე შეჰპირდა, ახლა კი იარაღით მომარაგებით აიმედებს...

04.12.23 23:00


სომხურ მედიაში საფრანგეთისადმი უანგარო სიყვარულის ახალი კამპანია მიმდინარეობს. ამჯერად ეს უკავშირდება საფრანგეთის სენატის მოწოდებას საფრანგეთის მთავრობისადმი, სომხეთისთვის იარაღის მიწოდება დააჩქაროს.

 

ფრანგი პარლამენტარები თავიანთ სომეხ „მეგობრებსა და მოკავშირეებს“ ფუჭად აიმედებენ. ძნელი მისახვედრი არ არის, თუ როგორი იქნება ამ ყველაფრის დასასრული. ჰაის ეთნიკურ ჯგუფს კიდევ ერთი კატასტროფა ელის, რომლის გამოსწორებაც შემდგომ შეუძლებელი იქნება. ისევე, როგორც დღეს შეუძლებელია აღმოსავლეთ თურქეთის მასიურად დასახლება ჰაებით. ამაში ისევ მთელი მსოფლიო იქნება დამნაშავე, რა თქმა უნდა, „დაუბანელი რუსეთი“ და რუსები, რომლებმაც შექმნეს დღევანდელი სომხეთი. საფრანგეთი კი კვლავ „ჰაიასტანის უკანასკნელი იმედი“ იქნება.

 

მოხდება კატასტროფა, რომელიც დაემსგავსება 1915 წლის მოვლენებს. გავიხსენოთ, იმავე საფრანგეთმა წაახალისა ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ აჯანყებისთვის; ან აზერბაიჯანული ყარაბაღიდან ჰაი-მოსახლეების ბოლოდროინდელ „გამოსვლას“, რომლებსაც ბოლო წუთამდე ჰქონდათ საფრანგეთის დახმარების იმედი და აზერბაიჯანის სამშვიდობო წინადადებებს უგულებელყოფდნენ.

 

საფრანგეთის სენატმა სომხეთისთვის იარაღის მიწოდების დაჩქარებისკენ მოუწოდა, რათა „არ განმეორდეს უკრაინაში დაშვებული შეცდომები და არ შეფერხდეს საჭირო აღჭურვილობის მიწოდება“, რაც გულისხმობს თავდაცვითი შეიარაღების ნაცვლად შეტევითი სამხედრო ტექნიკის მიწოდებას. ამის შესახებ ნათქვამია საფრანგეთის სენატის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა 2024 წლის ფინანსური კანონპროექტის ფარგლებში.

 

„ჩვენ სასწრაფოდ უნდა ვუპასუხოთ სომხეთის ხელისუფლების ყველა მოთხოვნას საარტილერიო საჭიროებებთან დაკავშირებით“, - ნათქვამია მოხსენებაში.

 

საფრანგეთის სენატმა გასცა რეკომენდაცია სომხეთისთვის CAESAR-ის საარტილერიო სისტემების მიწოდების დაჩქარებული შესწავლისთვის, ამ აღჭურვილობის ეფექტურობისა და Nexter-ის ახალი წარმოების სიმძლავრის გათვალისწინებით 2024 წელს. საფრანგეთის სენატის მოხსენების თანახმად, სომხეთმა ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერა შეკვეთას თალესისგან («Thales») სამი GM200 რადარის მისაღებად და მიმდინარეობს მოლაპარაკება MISTRAL 3 საზენიტო-სარაკეტო სისტემების მიწოდებაზე.

 

სენატმა ასევე აღნიშნა, რომ ფრანგული კომპანია Arquus-ის მიერ წარმოებული 24 ბასტიონის ტიპის ჯავშანმანქანა უკვე გადაეცა სომხეთს და მათ უნდა შეუერთდეს იმავე ტიპის კიდევ 26 მანქანა, რომელიც ამჟამად იწარმოება.

 

ბასტიონის ჯავშანტექნიკისგან მიღებული ხეირი თანამედროვე ომში არც თუ ისე დიდია. პარიზი თავის "ბასტიონებს" ძირითადად აფრიკის ღარიბ ქვეყნებზე  ჰყიდის თავისი ყოფილი კოლონიებიდან. რუსეთის ფედერაციასთან ომში ჩაბმულმა უკრაინამ ზოგადად უარი თქვა ამ ჯავშანტექნიკის უფასოდ გადაცემაზე მათი მოწყვლადობისა და ბრძოლის ველზე დაბალი ეფექტურობის გამო.

 

ახლა, თუ ვიმსჯელებთ საფრანგეთის სენატში გაკეთებული განცხადებებით, ერევნისთვის ფრანგული იარაღის მიწოდება არ შემოიფარგლება მხოლოდ ბასტიონებით. უფრო მეტიც, სომხეთისთვის ფრანგული იარაღის მიწოდების შესახებ შეთანხმება მიღწეული იქნა 2023 წლის ოქტომბერში პარიზში საფრანგეთის სამხედრო დეპარტამენტის უფროსს სებასტიან ლეკორნუსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრს სურენ პაპიკიანს შორის გამართულ შეხვედრაზე. 

 

იმ დროს სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა, რომ საფრანგეთი ეხმარებოდა სომხეთს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებაში სამი GM ​​200 რადარის გადაცემით და მისტრალის (Mistral) საზენიტო რაკეტების მომავალში მიწოდების შესახებ შეთანხმებით. მან ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთი დაეხმარება სომხეთს სახმელეთო თავდაცვის ძალების მომზადებაში და ხელს შეუწყობს ქვეყანას შეიარაღებული ძალების რეფორმისა და მოდერნიზაციის მცდელობაში.

 

სულ რაღაც ერთი თვე გავიდა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის პარიზში ვიზიტიდან და ხელშეკრულებების გაფორმებიდან, ფრანგი კანონმდებლები კი უკვე „აჩქარებენ“ ხელისუფლებას სომხეთისთვის იარაღის მიწოდების საკითხში. ჰოდა, ჰაი ნაციონალისტები და რევანშისტები "გამოცოცხლდნენ". ისინი აგრძელებენ აზერბაიჯანის სამშვიდობო ინიციატივების იგნორირებას, საფრანგეთიდან იარაღის მიწოდებისა და შურისძიების იმედით.

 

„საფრანგეთის ხელისუფლება სომხეთისთვის „თავდაცვითი“ იარაღის მიწოდების ინიციატივით გამოდის. თავდაცვითი და შეტევითი იარაღის ამგვარი განსხვავება ნამდვილად არაპრაქტიკულია, როგორც ეს უკრაინის ომმა აჩვენა. ნუ გავიმეორებთ იგივე შეცდომებს და ნუ დავაგვიანებთ აღჭურვილობის მიწოდებას, რაც თავიდანვე უნდა მიგვეწოდებინა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა ვუპასუხოთ სომხეთის ხელისუფლების ყველა მოთხოვნას, განსაკუთრებით მათ არტილერიის საჭიროებასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია საფრანგეთის სენატში.

ძალიან საინტერესოა ფრანგი სენატორების ცნობა უკრაინის ომზე. ფრანგები ფარად იყენებენ ამ ომს და ერთსა და იმავე დონეზე აყენებენ უკრაინას, რომელიც აგრესიის მსხვერპლია და ამჟამად მისი ტერიტორიების დიდი ნაწილი ოკუპირებულია, და სომხეთს, რომელიც თავად იყო აგრესორი და ოკუპანტი, და ეხლაც უკანონოდ იკავებს 8 აზერბაიჯანულ სოფელს ანკლავებში, რომელმაც ნანგრევებად აქცია აზერბაიჯანის ქალაქები, დატოვა მილიონობით ნაღმი, არ გადაუხდია რეპარაცია 30 წლიანი ოკუპაციისთვის. 

 

სომხეთის უკრაინასთან ფარისევლური შედარებით, საფრანგეთის სენატი რეალურად ამართლებს ერევნის მომარაგებას იარაღითა და აღჭურვილობით ახალი ომისთვის. საფრანგეთი აგრძელებს ჰაიელი რევანშისტების მხარდაჭერას. მაშინ, როდესაც თავად სომხეთმა სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად ახლა უნდა გამოავლინოს მშვიდობისმოყვარეობა და მზაობა სამშვიდობო ხელშეკრულებების დადებისა მეზობლებთან.

 

პარიზს არაფერი უჯდება დაპირებების გაცემა და დაიმედება. მეტიც, სომხეთი საფრანგეთს ჯერაც ძალიან იაფი უჯდება - იქ უბრალოდ ჯართად ქცეული იარაღი საღდება. ხოლო რაც იაფია, როგორც წესი, არ ფასდება და ადვილად შეიძლება შესწირო. ეს განსაკუთრებით ეხება მერკანტილური ფრანგული ელიტის დამოკიდებულებას მოკავშირეების მიმართ. 

ჰაიელმა ნაციონალისტებმა ეს დაინახეს სეპარატისტული „არცახის“ მაგალითზე და მათი საყვარელი საფრანგეთის მხრიდან ამ პროექტის ლიკვიდაციისადმი დამოკიდებულებიდან. პარიზმა მყისიერად  დაივიწყა პარლამენტში კენჭისყრა სეპარატისტული ფსევდოსახელმწიფოს „დამოუკიდებლობის“ აღიარებისთვის, ისევე როგორც ჰუმანიტარული დახმარების კოლონები, რომლებსაც თან ახლდა პარიზის მერი ან იდალგო.

 

არადა რამხელა იმედები ჰქონდათ ჰაიებს, როდესაც იგივე საფრანგეთის სენატმა სამი წლის წინ, 44-დღიანი ომის შემდეგ, 2020 წლის 25 ნოემბერს, ხმა მისცა ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების  რეზოლუციას ე.წ „მთიანი ყარაბაღისა“ თუ „არცახისა“! საფრანგეთის სენატის ამ გადაწყვეტილების გამო ხანკენდელმა ჰაიებმა 3 ძვირფასი წელი დაკარგეს. მათ ხელიდან გაუშვეს შანსი, უპრობლემოდ დარჩენილიყვნენ აზერბაიჯანულ ყარაბაღში, ააგეს ილუზიები იმის შესახებ, თუ როგორ დაეხმარებოდა საფრანგეთი თავისი „აღიარებით“ სეპარატისტული „არცახის“ „გადარჩენაში“. ნაცვლად აზერბაიჯანში ინტეგრაციის შესახებ მოლაპარაკებების წარმოებისა. ამ იმედების შედეგი სახეზეა.

 

იმ დროს ჰაიელმა ნაციონალისტებმა და რევანშისტებმა რატომღაც დაივიწყეს, რომ საფრანგეთის სენატის ეს რეზოლუცია „არცახის“ „დამოუკიდებლობის“ შესახებ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებდა. მან უბრალოდ შესთავაზა საფრანგეთის მთავრობას „ეღიარებინა ე.წ „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა“ და ექცია ეს აღიარება მოლაპარაკების ინსტრუმენტად ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების მიზნით“. როგორც მოსალოდნელი იყო, ამას ჭეშმარიტი აღიარება 3 წლის განმავლობაში არ მოჰყოლია და ვერც მოჰყვებოდა.

 

დღეს კი საფრანგეთის სენატი თავის მთავრობას არა „არცახის აღიარებაზე“ აჩქარებს, არამედ იარაღის მიწოდების საკითხში. შედეგი ალბათ იგივე იქნება.

 

"საფრანგეთისაგან დახმარების" იმედით, ჰაი ნაციონალისტები კიდევ ერთხელ გაუშვებენ ხელიდან მომგებიანი მშვიდობის დადების შანსებს. საქმეს ომამდე მიიყვანენ, სადაც იგივე ფრანგული „ბასტიონები“ უსარგებლო ჯართი აღმოჩნდება, დამარცხდებიან და ისევ „გენოციდზე“ დაიწყებენ ყვირილს, საფრანგეთის სენატის მოროგი პიარ-განცხადებების მოლოდინში.

 

გიორგი მაზნიაშვილი

 

წაკითხულია : 550


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები