პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ფაქტობრივად იშლება, ეს პროცესი საჯაროდ მიმდინარეობს, ალბათ მელია თავის პოლიტიკურ პარტიას ჩამოაყალიბებს

05.12.23 14:30


ნაციონალური მოძრაობა“ ფაქტობრივად იშლება. ეს პროცესი საჯაროდ მიმდინარეობს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

 

ქადაგიშვილის თქმით, სავარაუდოდ მელია თავის პოლიტიკურ პარტიას ჩამოაყალიბებს.

 

„ნაციონალური მოძრაობა“ რა დღის წესრიგსაც სთავაზობდა ქვეყანას, იმ დღის წესრიგის შესრულების პროცესშია ახლა თავის პარტიაში. „ნაციონალური მოძრაობა“ ფაქტობრივად იშლება, ეს პროცესი საჯაროდ მიმდინარეობს. ამ პარტიას არც პოლიტიკური და არც მორალური საყრდენები არ აქვს. ეს არის სწორედ არაფორმალური მმართველობის შედეგი, რომელიც, რეალურად, ამ პარტიაშია გამეფებული. ასევე, დესტრუქციული და ქვეყნის დამაზიანებელი პოლიტიკის შედეგია, რომელსაც ისინი ქვეყნის წინააღმდეგ ატარებდნენ. ალბათ მელია თავის პოლიტიკურ პარტიას ჩამოაყალიბებს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

 

1tv.ge

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები