პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: უნგრეთი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას მტკიცედ უჭერს მხარს, მნიშვნელოვანი პოზიციები ჟღერდება და ფიქსირდება უნგრეთის მხრიდან

05.12.23 16:40


უნგრეთი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას მტკიცედ უჭერს მხარს, მნიშვნელოვანი პოზიციები ჟღერდება და ფიქსირდება უნგრეთის მხრიდან, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

 

პოლიტიკოსის თქმით, უნგრეთში ვიზიტი საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.

 

„მნიშვნელოვანია, რომ ის მხარდაჭერა, რაც აქამდე იყო გაჟღერებული უნგრული მხრიდან, ასევე გაგრძელდეს საქართველოსთან მიმართებაში. შეხვედრები გვექნება ევროკავშირის საქმეთა სამინისტროსთან, ასევე პარლამენტის მნიშვნელოვანი თანამდებობის პირებთან, რომლებსაც უკავშირდება უშუალოდ ევროკავშირის საბჭოში პოზიციების შემუშავება, დაფიქსირება და გაჟღერება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის საბჭომდე ერთი კვირით ადრე ეს ვიზიტი“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

 

დღეიდან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ვიზიტი დაიწყო. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი.

 

 

imedinews.ge

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები