პოლიტიკა
05.12.23 17:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგი მიმოიხილეს და სხვადასხვა სფეროში არსებული თანამშრომლობის გაძლიერებისა და გაღრმავების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა და ჯოშუა ჰაკმა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი განიხილეს. ჯოშუა ჰაკმა მთავრობის მეთაურს ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია მიულოცა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს დადებით გადაწყვეტილებას ელის. მისივე თქმით, ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
განსახილველ საკითხებს შორის ასევე იყო რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. ირაკლი ღარიბაშვილმა და ჯოშუა ჰაკმა ამ მიმართულებით მოსაზრებები გაცვალეს. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და გლობალური გამოწვევების ფონზე ერთიანი ძალისხმევის მნიშვნელობას. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მდგომარეობაზე.
პრემიერ-მინისტრმა ჯოშუა ჰაკს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის გზაზე ამერიკის შეერთებული შტატების ღია მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რობინ დანიგანი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.
imedinews.ge
წაკითხულია : 172
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ქადაგიშვილი - ამომრჩეველს სჭირდება მშვიდობა
18:0026.07.24
-
თეა წულუკიანი - მოხარული ვართ, რომ პრემიერი ეწვია ლევილის მამულს
17:2526.07.24
-
პრემიერ-მინისტრი ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
17:0026.07.24
-
16:3726.07.24
-
16:1626.07.24
-
ირაკლი კობახიძე - ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა
15:5726.07.24
-
15:2526.07.24
-
15:0026.07.24
-
14:3426.07.24
-
14:1826.07.24
-
13:5826.07.24
-
საქართველოდან 16 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული
13:2326.07.24
-
ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება
13:0026.07.24
-
5 რეგიონი, სადაც ყველაზე მეტი კრედიტი აქვთ - ბანკებმა 58.046 მლრდ ლარის სესხი გასცეს
12:2626.07.24
-
12:0026.07.24
-
ადამ კინზინგერი - საქართველო, დაამარცხე „ქართული ოცნება“
11:4026.07.24
-
აფხაზეთში აპარტამენტების შესახებ კანონი უკან გაიხმეს - აძლევს ეს აფხაზებს დამშვილდების საფუძველს?
11:2126.07.24
-
10:5126.07.24
-
10:2726.07.24
-
10:0026.07.24
-
საქართველოს სამეზობლოში ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს
18:0025.07.24
-
17:1025.07.24
-
გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო და სპორტული სივრცეების მოწყობის სამუშაოები დასრულდა
16:4425.07.24
-
16:2025.07.24
-
მამუკა მდინარაძე - ადამიანის მოკვლას რომ აპირებდნენ, ვიღაცის საღლიცინო ამბავი არ არის
15:5525.07.24
-
15:2925.07.24
-
„მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უცნობი პირები თავს დაესხნენ
15:0825.07.24
-
14:4625.07.24
-
მაია ბითაძე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე
14:1425.07.24
-
13:4425.07.24
-
ლევან დავითაშვილი - საქართველოში გვაქვს სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც მთავარი ამოცანაა
13:2125.07.24
-
ირაკლი ჩიქოვანი - წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ რესურსს ვხარჯავთ, რათა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა
13:0025.07.24
-
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციაში მიდის ხოცვა-ჟლეტა, ვინ გაინაწილებს 30-35 მანდატს
12:3525.07.24
-
12:1625.07.24
-
11:4825.07.24
-
11:2525.07.24