პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე - მნიშვნელოვანია, რომ სამივე ქვეყანამ - საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ მიიღოს დადებითი პასუხი, მაგრამ საქართველოს საკითხი რომელიმე სხვა საკითხს არ მიებას

06.12.23 10:15


მნიშვნელოვანია, რომ სამივე ქვეყანამ – საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ მიიღოს დადებითი პასუხი, მაგრამ საქართველოს საკითხი რომელიმე სხვა საკითხს არ მიებას, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

 

სამხარაძის თქმით, დიდი იმედი აქვს, რომ 15 დეკემბერს ევროპული საბჭო დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს.

 

„ჩვენ სურვილი გვაქვს, რომ როგორც საქართველომ, ასევე უკრაინამ და მოლდოვამ დადებითი პასუხი მიიღონ, თუმცა აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ თუ კონკრეტული საკითხებია უკრაინასთან მიმართებაში, ამ შემთხვევაში საქართველო არ გახდეს უკრაინის საკითხის მძევალი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამივე ქვეყანამ მიიღოს დადებითი პასუხი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ახლა საქართველოზე მიმდინარეობს კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღება, საქართველოს საკითხი რომელიმე სხვა საკითხს არ მიებას“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

 

1tv.ge

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები