საზოგადოება
06.12.23 15:00
ვაზღვევთ პენსიონრებს და სოციალური შემწეობის მიმღებებს ჭარბვალიანობისგან. ამიტომ ბანკებს მივეცით მითითება, აღარ გამოიყენონ რეკლამა ისეთი პროდუქტებისთვის, როგორიც არის პენსიით ან სოციალური შემწეობით უზრუნველყოფილი სესხი, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
თურნავას თქმით, აღნიშნული ემსახურება იმას, რომ მოწყვლადი ჯგუფები დაცული იყვნენ გაუცნობიერებელი გადაწყვეტილების მიღებისგან.
„გავითვალისწინეთ პენსიონრები, სოციალური შემწეობის მიმღები ადამიანები, ისინი შედარებით მოწყვლადი კატეგორიაა. ძირითადი ჩივილები და საჩივრები, რაც შემოდის ჩვენთან და საბანკო სისტემასში, ეხება იმას, რომ ბევრია ადამიანი, რომელიც ზოგჯერ გადაწყვეტილებას იღებს გაუცნობიერებელად, შესაბამისი ინფორმაცია მისთვის ბოლომდე მიწოდებული არ არის. ჩვენ ვაზღვევთ პენსიონრებს და სოციალური შემწეობის მიმღებებს ჭარბვალიანობისგან. ამიტომ ბანკებს მივეცით მითითება, აღარ გამოიყენონ რეკლამა ისეთი პროდუქტებისთვის, როგორიც არის პენსიით უზრუნველყოფილი ან სოციალური შემწეობით უზრუნველყოფილი სესხი. მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელი იქნება თავად სესხის ამღების თანხობით და ნებართვით. ეს არის შესაძლებლობა, რომ მოწყვლადი მომხმარებელი, მათ შორის პენსიონერი მეტად დავიცვათ გაუცნობიერებელი გადაწყვეტილების მიღებისგან, მივცეთ საშუალება, მეტი ინფორმაცია მოითხოვოს ბანკისგან, ვიდრე აიღებს პენსიით უზრუნველყოფილ სესხს და ჭარბვალიანობისგან დავიცვათ. ეს ეთიკურად აბსოლუტურად გამართლებული გადაწყვეტილებაა“, – აღნიშნა თურნავამ.
საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება პენსიონერთა ინდივიდუალური თანხმობის გარეშე იკრძალება. ამასთან, აღნიშნული ცვლილება გავრცელდება იმ პენსიონრებზე, რომელთა შემოსავალიც მხოლოდ პენსიით ან/და სხვა სახელმწიფო სოციალური გასაცემლით განისაზღვრება.
სებ-ის ახალი გადაწყვეტილებით, კომერციული ბანკები ვერ შეძლებენ პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირებას, რომლის შინაარსიც საპენსიო ან სხვა ტიპის სოციალური გასაცემლის საფუძველზე მომხმარებელს სესხს შესთავაზებს.
1tv.ge
წაკითხულია : 199
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ქადაგიშვილი - ამომრჩეველს სჭირდება მშვიდობა
18:0026.07.24
-
თეა წულუკიანი - მოხარული ვართ, რომ პრემიერი ეწვია ლევილის მამულს
17:2526.07.24
-
პრემიერ-მინისტრი ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
17:0026.07.24
-
16:3726.07.24
-
16:1626.07.24
-
ირაკლი კობახიძე - ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა
15:5726.07.24
-
15:2526.07.24
-
15:0026.07.24
-
14:3426.07.24
-
14:1826.07.24
-
13:5826.07.24
-
საქართველოდან 16 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული
13:2326.07.24
-
ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება
13:0026.07.24
-
5 რეგიონი, სადაც ყველაზე მეტი კრედიტი აქვთ - ბანკებმა 58.046 მლრდ ლარის სესხი გასცეს
12:2626.07.24
-
12:0026.07.24
-
ადამ კინზინგერი - საქართველო, დაამარცხე „ქართული ოცნება“
11:4026.07.24
-
აფხაზეთში აპარტამენტების შესახებ კანონი უკან გაიხმეს - აძლევს ეს აფხაზებს დამშვილდების საფუძველს?
11:2126.07.24
-
10:5126.07.24
-
10:2726.07.24
-
10:0026.07.24
-
საქართველოს სამეზობლოში ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს
18:0025.07.24
-
17:1025.07.24
-
გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო და სპორტული სივრცეების მოწყობის სამუშაოები დასრულდა
16:4425.07.24
-
16:2025.07.24
-
მამუკა მდინარაძე - ადამიანის მოკვლას რომ აპირებდნენ, ვიღაცის საღლიცინო ამბავი არ არის
15:5525.07.24
-
15:2925.07.24
-
„მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უცნობი პირები თავს დაესხნენ
15:0825.07.24
-
14:4625.07.24
-
მაია ბითაძე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე
14:1425.07.24
-
13:4425.07.24
-
ლევან დავითაშვილი - საქართველოში გვაქვს სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც მთავარი ამოცანაა
13:2125.07.24
-
ირაკლი ჩიქოვანი - წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ რესურსს ვხარჯავთ, რათა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა
13:0025.07.24
-
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციაში მიდის ხოცვა-ჟლეტა, ვინ გაინაწილებს 30-35 მანდატს
12:3525.07.24
-
12:1625.07.24
-
11:4825.07.24
-
11:2525.07.24