პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს მირჩა ჯოანას შეხვდა

06.12.23 16:00


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბრიუსელში, ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს მირჩა ჯოანას შეხვდა.

 

შეხვედრის ამსახველი ფოტოები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

 

ქართული დელეგაცია, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, ნატოს შტაბ-ბინაში, დღეს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

 

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის მიზანია დისკუსია საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხებზე. დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია და პარლამენტის წევრი ქეთევან თურაზაშვილი. დელეგაციის ვიზიტი 7 დეკემბერს დასრულდება.

 

 

imedinews.ge

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები