საზოგადოება

მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა

06.12.23 17:00


მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

პროკურატურის ცნობით, გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და მუქარის ფაქტებზე გამოძიება გრძელდება.

 

„საქართველოს პროკურატურამ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში მომხდარ ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის საცხოვრებელ სახლში, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, მასთან ქორწინებაში მყოფ პირზე ფიზიკურად იძალადა. ის მეუღლეს წლების მანძილზე აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის შედეგადაც დაზარალებული ფიზიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას განიცდიდა.

 

სამართალდამცველებმა ბრალდებული 3 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე,118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ორი ეპიზოდი) და 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ( ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

ipn.ge

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები