პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენი საზიარო ევროპული ღირებულებაა, რომ გადაწყვეტილებები მივიღოთ ინდივიდუალური შეფასებებით, არ შეიძლება ისეთი აღქმა შეიქმნას, თითქოს რომელიმე ქვეყანა საქართველოს იყენებს ზეწოლის ინსტრუმენტად

06.12.23 17:25


ევროპა თავისი არსით გულისხმობს ინდივიდუალურ მიდგომას და არა კოლექტივიზმს. ახლა როდესაც საუბარია ვითომ პაკეტზე, მაშინ ჩნდება კითხვა - შარშან ივნისში არ იყო ერთი პაკეტი? შარშან თუ იყო სხვადასხვა გადაწყვეტილება, მაშინ ახლა რატომ არ შეიძლება, თუ ერთ სხვა გადაწყვეტილებაზე ვერ თანხმდებიან, მაშინ ამას უნდა შეეწიროს საქართველოს ინტერესები?, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

„ამიტომ ვფიქრობ, სწორედ ჩვენი საზიარო ევროპული ინტერესი და უპირველეს ყოვლისა ღირებულებაა, რომ გადაწყვეტილებები მივიღოთ ინდივიდუალური შეფასებებით და არა კოლექტიური მიდგომებით. მითუმეტეს არ შეიძლება ისეთი აღქმა შეიქმნას, თითქოს რომელიმე ქვეყანა საქართველოს იყენებს ზეწოლის ინსტრუმენტად და საქართველოს მიღწევები, ხალხი და ინტერესები პოლიტიკური ვაჭრობის საგანია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

imedinews.ge

 

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები