ეკონომიკა

თბილისში სოფლის მეურნეობის საერთშორისო გამოფენა მიმდინარეობს

01.12.16 16:40


თბილისის ეროვნულ საგამოფენო ცენტრში Expo Georgia გაიხსნა სოფლის მეურნეობის, საკვები და სასმელი პროდუქციის, შემფუთველი და გადამამუშავებელი ტექნოლოგიების მე-16 საერთაშორისო გამოფენა — AGRO FOOD DRINK TECH EXPO GEORGIA 2016.

ყველაზე პრესტიჟული გამოფენა მიმდინარე წელს ტარდება როგორც მე-6 და მე-11 პავილიონებში, ასევე საგამოფენო ცენტრის გარე ტერიტორიაზე. კერძოდ, 18 ქვეყნის 150-მა კომპანიამ წარმოადგინა თავისი პროდუქცია და მომსახურება. ღონისძიების ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და მასში შემავალმა უწყებებმა ყველა დაინტერესებულ პირს წარუდგინეს ინფორმაცია მიმდინარე და დაგეგმილი სამთავრობო პროგრამების შესახებ.

საგამოფენო ცენტრის მეექვსე პავილიონში 40-მდე სასოფლო სამეურნეო კოოპერატივმა საქართველოს ყველ რეგიონიდან თავისი პროდუქცია გამოიტანა გამოფენა-გაყიდვაზე. წარმოდგენილ პროდუქტებს შორისაა: თაფლი და მეფუტკრეობის პროდუქტები, ჩაი, თხილი, ჩირი, ჩურჩხელა, ყველი, მწვანილი, ბოსტნეული და ხილი.

გამოფენა 2 დეკემბრამდე გასტანს. გამოფენის ორგანიზატორია ExpoGeorgia და იგი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დ ევროკავშირის პროგრამის ENAPRD მხარდაჭერით მიმდინარეობს.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 1027


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები